ჯაფარიძე: აქციის მოთხოვნები, ამ ეტაპზე, ზაზა სარალიძის უშუალო ინტერესს არ უნდა გასცდეს
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / გირჩი
გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურა ჯაფარიძის, განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აქციას საწყის ეტაპზე კონკრეტული და დროში სწრაფად შესრულებადი მოთხოვნები უნდა ჰქონდეს, რომლებიც უშუალოდ ზაზა სარალიძის ინტერესიდან - დაისაჯოს მისი შვილი მკვლელები - უნდა ამოდიოდეს.
იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს აქციის მონაწილეთა კონკრეტულ და დროში სწრაფად შესრულებად მოთხოვნებს (მაგ.: საგამოძიებო კომიისიის შექმნა, სადაც უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები შეადგენენ და კომისიის სხდომები იქნება ღია და გამჭვირვალე), ჯაფარიძის აზრით, მათ ექნებათ ლეგიტიმური უფლება, წამოაყენონ უფრო დიდი პოლიტიკური მოთხოვნები.
ჯაფარიძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქციაც ისევე დასრულდება, როგორც 13 მაისის მოვლენები.
"გასაგებია, რომ პარლამენტში მყოფი სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართაც საზოგადოებაში არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, მაგრამ მათ, მინიმუმ, ის მოტივაცია აქვთ, რომ მაქსიმალურად გააშავონ ოცნება და ამის ხარჯზე მოიპოვონ პოლიტიკური დივიდენდები. ეს ნიშნავს, რომ თუ რამე დამალა ოცნების პროკურატურამ, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან ყველაფრის სინათლის შუქზე გამოტანას. შეიძლება, ტყუილებზეც წავიდნენ, მაგრამ ეგეც ატანადია ამ რეალობაში", - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
ზურა ჯაფარიიძის თქმით, სანდოობისთვის მნიშვნელოვანია ამ კომისიაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც და სხდომები იყოს საჯარო.
"რაც მთავარია და, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია - ამ კომისიაში უნდა იყვნენ ზაზა სარალიძის ნდობით აღჭურვილი პირები. თუ ზაზა სარალიძე არ ენდობა კომისიის შემადგენლობას, ასეთ კომისიას აზრი არ აქვს (ეს პრინციპი უნდა იყოს მომავალში პროკურატურის რეფორმის ერთერთი ამოსავალი პრინციპი - დაზარალებულს უნდა ჰქონდეს პროკურორად ნებისმიერი ადამიანის არჩევის უფლება. ნებისმიერის, ვისაც ენდობა)", - აცხადებს ჯაფარიძე.
მისი თქმით, თუ აქციის მოთხოვნები ამ ეტაპზე იქნება უფრო ზოგადი (მაგ.: სისტემის რეფორმა) ან უფრო პოლიტიკური (მაგ.: მთავრობის გადაყენება) და გასცდება ზაზა სარალიძის უშუალო ინტერესს - კონკრეტული მკვლელების და ხელის დამფარებლების დასჯა - აქციაზე მოვა ნაკლები ადამიანი და შეუძლებელი იქნება რაიმე შედეგის მიღება (ეს დაემართა 13 მაისის აქციას).
"თუ ამ ლოგიკას ეთანხმებით, მაშინ გასაგებია რომ ყველა, ვინც დღეს ცდილობს გაუაზრებელი მოთხოვნები დააყენოს, აზიანებს აქციას და უსინდისოდ მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე (ცხადია, ეს არ ეხება ზაზა სარალიძეს)", - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
ზურა ჯაფარიძის თქმით, არანაირი შინაარსი არ აქვს ადამიანების გაკიცხვას იმის გამო, რომ ისინი ერიდებიან პოლიტიკოსებთან და პარტიებთან აფილირებას. ერთი - ამის საკმარისი საფუძველი აქვთ; ორი - გაკიცხვით ისინი აზრს არ შეიცვლიან.
"მე თუ დავდგები ტრიბუნასთან და ვიყვირებ, ზუსტად ვიცი, რომ ამით დავაფრთხობ ბევრს (მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე არ ვარ მაინც და მაინც ცუდი წარმოდგენის), ვინც სხვა შემთხვევაში გვერდით დაუდგებოდა ზაზა სარალიძეს. და არ მგონია ეგ მორალური საქციელი", - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები