ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამია ადამიანებს აჯანყებისკენ მოუწოდებს
ფოტო: პრემიერმინისტრის პრესსამსახური
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმის შედარება გირგვლიანის საქმესთან მმართველი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"გირგვლიანის საქმე იყო ხელისუფლების დანაშაული, რომელიც ჩადენილ იქნა ერთი ადამიანის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან, რომელიც უნდა გამოიძიონ. ჩვენი მთავარი ინტერესი არის ის, რომ აღსრულდეს სამართალი და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, ევროპულმა საქართველომ, როგორც ინიციატივის ავტორმა, რიტორიკა შეიცვალა.
"ამ ყველაფერს წინ უძღოდა ნიკა გვარამიას მოწოდება რადიკალიზმისკენ. მან უნდობლობა გამოუცხადა ჯერ არშექმნილ კომისიას, ამას მოჰყვა ევროპული საქართველოს განცხადებები, რომელთა თქმით, გაუგებარია რისთვის იქმნება კომისია", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, დღეს ოპოზიცია ნდობას უცხადებს მოსამართლეს და უნდობლობას უცხადებენ პროკურატურას, როცა სხვა შემთხვევებში პირიქით იყო. კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ გამოკვეთილია პოლიტიკური ინტერესი. ამ პროცესის უკან თავმჯდომარე ნაციონალურ მოძრაობას მოიაზრებს.
"აშკარად ჩანს, ვინ არის ამ პროცესის ლიდერი, ერთ-ერთი არის ნიკა გვარამია. გვარამია პირდაპირ მოუწოდებს ადამიანებს აჯანყებისკენ. ეს არის ნიკა გვარამიას, ანუ ნაციონალური მოძრაობის პოზიცია. ნიკა გვარამია არის ის ადამიანი, რომელიც ფუთავდა 7 ნოემბრის საქმეს და ფუთავდა გირგვლიანის მკვლელობას, ეს არის უბინძურესი ადამიანი და უბინძურესი ლიდერი, რომელიც არის პირდაპირ პასუხისმგებელი ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით ნაციონალური მოძრაობა ვერანაირ ქულებს ვერ დაიწერენ ამ ტრაგედიაზე.
"არ დავუშვებთ, რომ ამ ტრაგედიით ვინმემ პოლიტიკური ქულები დაიწეროს. საგამოძიებო კომისიის ერთადერთი ინტერესი არის, გაირკვეს თითოეული დეტალი, თუ რა და როგორ მოხდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალი აღსრულდება და ამის გარანტი არის ჩვენი გუნდი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები