დავით ქევხიშვილი: მაქვს ნებართვა, უახლოეს დღეებში ახალი მწვრთნელი დავნიშნო
ფოტო: სპორტის სამინისტრო
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ აღმასკომის წევრებისგან უკვე აქვს უახლოეს დღეებში ძიუდოისტებისთვის ახალი მწვრთნელის დანიშვნის ნებართვა. ამის შესახებ მან დღეს, 28 მაისს, გამართული აღმასკომის სხდომის შემდეგ ისაუბრა.
ჰოლიდეი ინში ქევხიშვილმა ძიუდოისტებს ლუი სვაიდენბოში წარუდგინა, რასაც სხდომაზე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ქევხიშვილის თქმით, მწვრთნელობის კანდიდატმა აღმასკომის წევრების მოწონება დაიმსახურა, თუმცა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
როგორც ხაბარელი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, მისთვის ქევხიშვილის პოზიცია მიუღებელია, რადგან ძიუდოისტები ვარჯიშის დაწყებას არ აპირებენ და ახალი მწვრთნელის დანიშვნის საჭიროება არ არსებობს.
"მათ არ აინტერესებთ ძიუდო, საკუთარი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი. ესაა ესლაკაცია იქითკენ, რომ ხვალ 10 000 ადამიანი გამოვიდეს და მიეცეს ამას პოლიტიკური დატვირთვა"-, აცხადებს შოთა ხაბარელი.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მწვრთნელის ცვლილება ადეკვატური ნაბიჯია.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე, ჩვენს საქმეს გავაკეთებთ ბოლომდე და, შესაბამისად, შედეგს ვნახავთ უახლოეს მომავალში",- განაცხადა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა.
ძიუდოისტების პროტესტი
ძიუდოს ნაკრების რამდენიმე წევრი, გუნდის კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ძიუდოისტები ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნის მიზეზს, ერთი მხრივ, ნაკრების წარუმატებლობასა და მეორე მხრივ, ფედერაციაში არსებულ მძიმე და უსიამოვნო სიტუაციას უკავშირებენ.
სპორტსმენები აცხადებენ, რომ თუ დავით ქევხიშვილი არ გადადგება, ისინი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. როგორც ქევხიშვილის ამბობს, ის გადადგომას არ აპირებს.
აპრილის ბოლოს ევროპის ჩემპიონატიდან უმედლოდ დაბრუნების შემდეგ ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ცირეკიძემ გუნდი დატოვა, გადადგა მთელი სამწვრთნელო შტაბი.
კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ თქვა, რომ ფედერაციაში არსებული პრობლემის შესასწავლად სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია შეიქმნა. მისივე განმარტებით, კომისიამ უკვე გამოითხოვა ფედერაციიდან ინფორმაცია და მისი შესწავლის შემდეგ შედეგები გასაჯაროვდება.
10 მაისს ხმაურით ჩაიარა ძიუდოს ფედერაციის ყრილობამ. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განმარტებით, მან დღემდე ვერ მოისმინა არგუმენტი რატომ უნდა გადადგეს. მისივე თქმით, ულტიმატუმების გზით პროცესის წაყვანა არ შეიძლება და პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.
გაიგეთ მეტი:
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები