ირაკლი კობახიძე: დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობას ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი უნდა მიენიჭოს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის განვითარებაში ქართული დიასპორის წვლილზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავების მიზნით, საქართველოს პარლამენტის მიერ, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე.
"საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ღირსეული ადგილი განუსაზღვრა სიტყვებს და ტერმინს "თანამემამულეს" და "უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს". ქვეყნის ძირითად კანონში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ისტორიულმა უსამართლობამ და განსაცდელმა ქართველ ხალხს დაანახა, რომ უმთავრესია სამშობლოს ერთგულება, სამშობლოს ერთიანობა და ერთმანეთის მხარდამხარ დგომა.
"დღეს ჩვენს ხალხს კვლავ სჭირდება ყველა ეს თვისება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობას ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი უნდა მიენიჭოს და ამისთვის პარლამენტი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.
"პარლამენტი, ასევე აქტიურად მუშაობს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონის ახლებურად გააზრებასა და მის შესაბამისობაში მოყვანაზე ქართული სახელმწიფოსა და დიასპორის წინაშე მდგარ გამოწვევებთან. დღეს აშკარაა, რომ ეს ურთიერთობა ახალ სიმაღლეზე უნდა გადავიდეს და აქ უმთავრესი როლი საზღვარგარეთ მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა უნდა იკისრონ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი აზრით, დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობას ევროინტეგრაციის პროცესში, უნდა გაძლიერდეს მათი საქმიანობა ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
ირაკლი კობახიძის აზრით, გამოსაძებნია ახალი ფორმა, რაც, ზოგადად, საკანონმდებლო საქმიანობაში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მონაწილეობას გაზრდის.
"ყველა ეს საქმიანობა მიმართულია ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერისაკენ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისაკენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის გაიხსნა. ფორუმი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები