დიმიტრი ცქიტიშვილი ლგბტ პირებზე: ძალიან ბევრი ტრაგედია დგას თითოეული მათგანის ცხოვრების უკან
ფოტო: Facebook
ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ მათი კომიტეტი, პირველ რიგში, დაჩაგრული და მარგინალიზებული ჯგუფების ინტერესების დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამის შესახებ ცქიტიშვილმა ადმიანის უფლებათა კომიტეტის იმ სხდომაზე განაცხადა, სადაც ლგბტ აქტივისტები მივიდნენ და ითხოვდნენ პასუხს 17 მაისის აქციის გაუქმების მიზეზებზე.
On.ge გთავაზობთ დეპუტატის სიტყვას სრულად
"მინდა ჩემს კოლეგებს მოვუწოდო, პირველ რიგში, რადგან ასეთ საკითხებს მშვიდად უნდა შევხვდეთ იმიტომ, რომ ეს არის ჯგუფი [ლგბტ] თავისი მდგომარეობით ძალიან მარგინალიზებულია. ძალიან ბევრი ტრაგედია დგას თითოეული მათი ცხოვრების უკან. შესაბამისად, მათი ემოცია, მათი ეპატაჟი მიმდინარეობს არა მათი დალხენილი ცხოვრებით, არამედ იმ უფლებრივი შეზღუდვიდან, რომელიც აი, ამ ანგარიშში [სახალხო დამცველის ანგარიში] არის მოცემული. ამას აქვს ძალიან მწვავე გამოხატულება მათი მხრიდან. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენ ამას მშვიდად შევეგუოთ, დავინახოთ პრობლემა, გავუსწოროთ თვალი და შესაბამისად, იმ დარღვევების შემთხვევები, რაც ქვეყანაში, სამწუხაროდ, მრავლადაა ყველანაირად, როგორც უფლებრივად, ისე ძალადობის კუთხით და ა.შ... მესმის, რომ ამ ეპატაჟმა დაკარგა ცოტა კორექტულობისა და საპარლამენტო ფორმა. მე მგონია, რომ ჩვენ ჩვენი სახე და ფორმა უნდა შევინარჩუნოთ და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ადამიანთა უფლებათა კომიტეტში, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს, რომ, პირველ რიგში, ყველაზე დაჩაგრული და მარგინალიზებული ადამიანების უფლებები დაიცვას".
რა ხდებოდა კომიტეტში
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ლგბტ აქტივისტი, თამაზ სოზაშვილი დღეს ერთ-ერთი იყო იმ აქტივისტებს შორის, რომელიც კომიტეტის წევრებთან ლგბტ თემის უფლებებზე საუბარს ცდილობდა. ვერც ერთმა აქტივისტმა მიიღო კითხვაზე პასუხი რატომ გაუქმდა წელს 17 მაისის აქცია. კომიტეტმა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში გაწერა, რომ უნდა აღნიშნულიყო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღე.
"დღეს, როცა კახეთში ჩემს მშობლებთან არ შემიძლია მისვლა იმიტომ, რომ საფრთხის შემცველია, აი, ესაა განსხვავება. მაგრამ თქვენ ვერასოდეს, ვერასოდეს გაიგებთ ამას. ვერც იმას გაიგებთ ახლა მე რა მიჯდება აქ დგომა და ამის საუბარი იმიტომ, რომ აქაც ძალიან ბევრი პრობლემები შემექმნება ამის შემდეგ. ამას ვერასოდეს გაიგებთ ამას იმიტომ, რომ თქვენ ხართ თეთრი ჰეტეროსექსუალი ადამიანები, რომლებსაც ეს პრივილეგია გაქვთ სულით ხორცამდე... უმაქნისი და სამარცხვინო. სამარცხვინოდ დარჩება ისტორიაში სოფო კილაძე", - ამ სიტყვების თქმის შემდეგ დატოვა თამაზ სოზაშვილი.
დღეს, პირველ მარტს თანასწორობის მოძრაობის აქტივისტებმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე პლაკატები გაშალეს და კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს. მანამდე აქტივისტემა აქცია პარლამენტის შენობასთან გამართეს
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები