ოპიოიდის კრიზისის დასაძლევად, კანადა ყველა აკრძალული ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას აპირებს
სულ მალე, კანადა დიდი შვიდეულის ერთადერთი წევრი ქვეყანა გახდება, სადაც მარიხუანა სრულად ლეგალიზებული გახდება. ამის პარალელურად, კანადის ლიბერალური პარტია, რომელსაც ქვეყნის პრემიერი ჯასტინ ტრუდო ხელმძღვანელობს, ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას აპირებს.
საკითხი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დგას პარტიის დღის წესრიგში. ლიბერალური პარტიის ყრილობაზე, რომელიც ჰალიფაქსში გაიმართება, პარტიის წევრები კენჭს უყრიან ამ იდეას. იმ შემთხვევაში, თუ რეზოლუცია პარტიის წევრთა უმრავლესობას მოეწონება, მისი ლობირება ოფიციალურად დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ კანადის ლიბერალურ პარტიას, კანონის მიღებისკენ, კონკურენტებიც მოუწოდებენ. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სინთეტიკური ნარკოტიკების მოხმარებამ სავალალო მაჩვენებლს მიაღწია. ე.წ ოპიოიდების ეპიდემიამ გასულ წელს 4 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მათი მაჩვენებელი სწრაფად იზრდება.
კანადის დასავლურ პროვინციაში საქმე კიდევ უფრო უარესადაა. პროვინციამ ოპიოიდის კრიზისი 2016 წელს გამოაცხადა, თუმცა დღემდე, დღეში საშუალოდ ოთხი ადამიანი ზედოზირებისგან იღუპება.
მიუხედავად იმისა, რომ ფედერალურმა მთავრობამ არაერთი ღონისძიება გაატარა, კრიზისული მდგომარეობა მაინც უცვლელია. 2018 წლის დასაწყისში კანადის დემოკრატიულმა პარტიამ ყველა აკრძალული ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის იდეაზე დაიწყო საუბარი. მოგვიანებით, ქალაქ ვანკუვერის მთარვობამაც მოუწოდა ფედერალურ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ მიიღონ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილება.
"ნარკოტიკების აკრძალვამ და მომხმარებლების ციხეში გაშვებამ, მათთვის მკურნალობის ნაცვლად, შავი ბაზრის განვითარება გამოიწვია. ჩვენ მათთან ბრძოლაში ვხარჯავდით უზამრაზარ რესურსს და იმ ადამიანების მარგინალიზებას ვახდენდით, რომლებიც დახმარებას საჭიროებდნენ", - ამბობს ლიბერალური პარტიის წევრი ნათანიელ სმიტი.
იმ შემთხვევაში, თუ ლიბერალური პარტია დაეთანხმება კანონის შინაარს, ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას ქვეყნის სამი ძირითადი პარტიიდან, ორი მხარს დაუჭერს. ამის მიუხედავად, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ 2019 წლის არჩევნებში ჯასტინ ტრუდო თავის საარჩევო კამპანიაში აღნიშნულ ინიციატივას შეიტანს. ამის მიზეზი მისი წარსულში გავრცელებული განცხადებებია. ჯასტინ ტრუდო ამბობდა, რომ მისი მთავრობა არ გეგმავს არც ერთი სხვა ნარკოტიკის ლეგალიზებას, მარიხუანას გარდა.
ლიბერალური პარტიის წევრი ნათანიელ სმიტი ამბობს, რომ ლეგალიზებასა და დეკრიმინალიზაციას შორის განსხვავების დანახვა აუცილებელია. მისი თქმით, ისინი არ აპირებენ ნარკოტიკების გაყიდვასა და წარმოებაზე მუხლების შემსუბუქებას. დეკრიმინალიზაცია შეეხებათ მხოლოდ მომხმარებლებს და მათ სასჯელის ნაცვლად, მკურნალობას შესთავაზებენ.
ლიბერალურ პარტიას სჯერა, რომ მსგავსი მიდგომა პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გზაა. სტატისტიკა მოწმობს, რომ ლიბერალურ მიდგომას დადებითი ტენდენციები ახასიათებს. ამის მაგალითია პორტუგალია, რომელსაც ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციამდე ნარკომომხმარებლების სავალალო მაჩვენებელი ჰქონდა. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შემდეგ, პორტუგალიაში ზედოზირებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მინიმუმამდე შემცირდა. ამასთან, გაიზარდა ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების მიმართვიანობა სამკურნალო დაწესებულებების მიმართ.
კანონის წინააღმდეგია კანადის კონსერვატიული პარტია და ისინი საკუთარი პოზიციების დაცვას აპირებენ.
კანადაში მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კანადელებმა მარიხუანას შეძენაში 5,7 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტი დახარჯეს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები