სახლი შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს და შიგ მოვყვეთ - ცხოვრება შიშის ქვეშ
ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
"ჩემი სახლის კედელი სამი წლის წინ ჩამოინგრა. მაშინ გამიმართლა და გადავრჩი. თუმცა, საფრთხე ისევ არსებობს. სახლი ავარიულია, შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს და მეც შიგ მოვყვე", - ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში მცხოვრები 79 წლის აინა ალიევა. ის მარტოხელაა და ავარიულ სახლშიც მარტო ცხოვრობს.
"ჩემი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. საკუთარი ძალებით ვერაფერს გავაკეთებდი. დახმარებისთვის მერიას მივმართე. არ დამეხმარნენ. ისევ ნათესავებმა ამომიშენეს ის დანგრეული კედელი, მაგრამ მთელი სახლი ავარიულია და ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს," - აცხადებს აინა ალიევა.
ამავე სოფელში მცხოვრები ნაზიმ ნამაზოვის სახლიც მძიმე მდგომარეობაშია, შენობის კედლები დაბზარულია, სახურავი კი დაზიანებული და წვიმის და თოვლის დროს სახლში, სადაც რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, წყალი ჩამოდის.
"შიშის ქვეშ ვცხოვრობთ. უმუშევრები ვართ და სოციალურ დახმარებას ვიღებთ. სახლის შეკეთებისთვის საჭირო თანხა არა გვაქვს და ვერც ვერასოდეს გამოვძებნით, ქართული არ ვიცით, რაც დასაქმებაში ხელს გვიშლის. არც ნაკვეთი გვაქვს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოვიყვანოთ. დახმარების თხოვნით მერიას რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ არ დაგვეხმარნენ", - ამბობს ნაზიმ ნამაზოვი.
32 წლის ელშან მუსაევის სახლიც ავარიულია. სახლი მას მშობლებისგან მემკვიდრეობით ერგო. ელსანი დაოჯახებულია და ერთი შვილიც ჰყავს. იმის გამო, რომ მის სახლში ცხოვრება საშიშია, წლებია უკვე მეუღლის მშობლების ოჯახში ცხოვრობს.
"უმუშევარი ვარ. ძალიან გვიჭირს და საკუთარი სახსრებით სახლს ვერ შევაკეთებთ. ნანგრევებში რომ არ მოვყვეთ, იძულებული ვარ სიმამრთან, სივიწროვეში ვიცხოვრო. მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მივმართე, მაგრამ ჩვენი მდგომარეობით არავინ დაინტერესდა", - აცხადებს ელშანი.
მარნეულის მერის წარმომადგენელი კაჩაგანის თემში, ეხთირამ ალიევი ამბობს, რომ დიდი ხანი არ არის, რაც წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს და ამ ადამიანთა პრობლემების შესახებ არაფერი სმენია:
"ჩემთვის ასეთი პრობლემებით არავის მოუმართავს. სამუშაო ჯგუფთან ერთად მივალ მათთან, შევისწავლით მათ მდგომარეობას და შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით."
კონსტიტუციის 42-ე მუხლის გამგეობის თავჯდომარე, ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ მარნეულის მერიამ კაჩაგანში, ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეთა განცხადებები უნდა განიხილოს:
"ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია და საფუძვლიან შეკეთებას მოითხოვს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აქვთ სოციალური პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან. ამ ადამიანებმა დახმარების თაობაზე უნდა მიმართონ მერიას. მერიას, თუ ბიუჯეტში საკმარისი თანხა აქვს, შეუძლია ამ ოჯახებს სამშენებლო მასალებით დაეხმაროს."
აინა ალიევა მერის სახელზე კიდევ ერთი განცხადების დაწერას აღარ აპირებს. ამბობს, რომ მის სახლს რომ შეკეთება სჭირდება, ამის შესახებ 2014 წლიდან მოყოლებული მარნეულის მერიას არაერთხელ აცნობა. აინა დარწმუნებულია, რომ მორიგი განცხადების დაწერაც უშედეგო იქნება.
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები