ტოტალიტარიზმი, კრემლი, ქალთა უფლებები - თამარ ჩერგოლეიშვილი Women in the World-ის სამიტზე
ფოტო: WOMEN IN THE WORLD / YouTube
ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი Women in the World 2018 წლის სამიტზე სიტყვით გამოვიდა.
პანელს, სახელწოდებით "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ", აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი უწევდა მოდერირებას.
თამარ ჩერგოლეიშვილმა თავისი გამოსვლა საბჭოთა კავშირზე საუბრით დაიწყო. სიტყვით გამოსვლის თარგმანს ტაბულა ავრცელებს.
"დიახ, მე საქართველოს რესპუბლიკიდან ვარ, თუმცა საქართველოს მოქალაქე მხოლოდ 16 წლის ასაკში გავხდი, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა. მე აქ ტოტალიტარიზმის ბოროტების შესახებ თეორიული პერსპექტივიდან არ ვსაუბრობ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სძულს ტოტალიტარიზმი არა იმიტომ, რომ ამის შესახებ წაუკითხავს ან სმენია, არამედ იმის გამო, რომ მე იქ ვცხოვრობდი. ის აქ არის - ჩემს გონებაში, მკაფიო მოგონებად შენახული იმის შესახებ, თუ რა იყო და რა აღარ უნდა განმეორდეს აღარასდროს", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მას სიტყვით გამოსვლის დროს, სიმბოლურად, მარო მაყაშვილის გამოსახულებით მაისური ეცვა. თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია საბჭოთა იმპერიაში ჩაიკარგა, ისევე, როგორც ევროპის ნაწილი და კიდევ ბევრი ქვეყანა
"ის, დაახლოებით, 100 წლის წინ, 19 წლის ასაკში, იოსებ სტალინის სისხლიან საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლას შეაკვდა. მარო იბრძოდა თავისუფლებისთვის - გამოხატვის თავისუფლებისთვის, რელიგიის თავისუფლებისთვის, განათლების თავისუფლებისთვის, არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლებისთვის, თანასწორი უფლებებისთვის. ის ფუნდამენტური უფლებები, რომლებსაც მან საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა, დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციით იყო გარანტირებული", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, იმისათვის, რომ ავტორიტარიზმის ზრდის პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება, რომ სწორად შევაფასოთ ძალა და მერე მივიდეთ ყოვლისმომცველ სტრატეგიამდე.
"თუკი გვსურს, ოდესმე ეფექტიანად დავუპირისპირდეთ ავტორიტარიზმის წნეხს, პირველ რიგში, მას რეალისტურად უნდა მივუდგეთ. მოდით, ვაღიაროთ, ცივი ომის შემდგომი წესრიგი უკვე დაირღვა: ჩემი ქვეყნის ⅕ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უკრაინის ნაწილი რუსეთის მიერაა ანექსირებული და პუტინი აქ არ გაჩერებულა. თქვენ შეიძლება, მკითხოთ, რატომ უნდა მადარდებდეს, რომ ქართველები და უკრაინელები იბრძვიან? იმიტომ, რომ პუტინი აღმაშფოთებელი გზებით წავიდა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ის ჩაერია საფრანგეთის არჩევნებში ულტრანაციონალისტური პარტიის დაფინანსებით. იმიტომ, რომ პუტინი ერევა აშშ-ის არჩევნებშიც", - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მისივე განცხადებით, რუსეთს საქართველო სჭირდება.
"მას სჭირდება ჩვენით მანიპულირება, რადგან თქვენზე სურს დომინირება. ამიტომ, ეს თქვენი პრობლემაცაა. ჩვენ გვჭირდება ახალი ტრუმანის დოქტრინა", - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ამერიკა არ არის რუსეთი. ამერიკა არის შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა.
"ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ფოკუსი, კიდევ ერთხელ, რადგან ეს არის ის, რაც პუტინს სურს. ეს არის პუტინის მიზანი, რომ ყველა ფიქრობდეს, რომ არ არსებობს არანაირი "კარგი" და "ცუდი" და რომ ყველაფერი რუხია და ყველა ერთნაირია. ჩვენ მას ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ჩვენი მიზანი განსხვავების ხაზგასმა უნდა იყოს", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ტაბულას დამფუძნებელმა ქალთა უფლებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალები სუსტი სქესის წარმომადგენლები არ არიან და მათ უფრო მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ.
"მე აბსოლუტურად ვემიჯნები იმას, რომ ჩვენ ვართ სუსტი სქესი, ან ჩვენ უფრო სუსტები ვართ, უბრალოდ, ჩვენ უფრო მეტი პრობლემა გვაქვს და უფრო მეტი ბარიერის გადალახვა გვიწევს. სულ ეს არის. ჩვენ უფრო სუსტები არ ვართ. როცა შევაბიჯე საჯარო ცხოვრებაში, ვიცოდი, რაც მელოდა", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
თამარ ჩერგოლეიშვილის სრული გამოსვლა ნახეთ ვიდეოში:
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
კომენტარები