აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების უჩინარი პერსონაჟები
რვა კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
სტატია პირველად გამოქვეყნდა On.ge-ს პარტნიორის, JAMnews-ის ვებსაიტზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატებმა წინასაარჩევნო აგიტაცია დაიწყეს. 11 აპრილს აზერბაიჯანში რიგით მერვე (და მესამე ვადამდელი) საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. კენჭისყრა ოქტომბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ თებერვლის დასაწყისში ილჰამ ალიევმა ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა.
ოფიციალურად 15 კანდიდატი იქნა წარდგენილი, რომელთაგანაც რვა აზერბაიჯანის პრეზიდენტობის პრეტენდენტად დარეგისტრირდა. არჩევნების შედეგად გამარჯვებული კანდიდატი შვიდი წლის ვადით დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს. შევეცდებით, გავარკვიოთ, ვინ არის რეალური და ნამდვილი, ვინ არიან უჩინარი პერსონაჟები და ვინ არ მონაწილეობს ამ არჩევნებში.
ვინ არის რეალური მოქმედი პირი
ერთადერთ რეალურ პირად ამ არჩევნებზე ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი გვევლინება. ეჭვიც არავის ეპარება, რომ იგი მეოთხედ გახდება პრეზიდენტი და ეს არჩევნები სკანდინავიის ქვეყნების ყველაზე დემოკრატიული სტანდარტებითაც რომ ჩატარდეს, ალიევი მაინც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
ოფიციალური მონაცემებით, წინა სამ არჩევნებზე მან ხმების 77%, 89% და 84,5 პროცენტი მიიღო (შესაბამისად). ამ შემთხვევაში, ვვარაუდობ, რომ, ბოლოს და ბოლოს, გადაილახება 90%-იანი ბარიერი. ეს ხომ უკვე პრესტიჟის საკითხად იქცა.
ამ არჩევნებს კიდევ ერთი ინტრიგა ახლავს - ძნელი სათქმელია, მიაღწევს თუ არა ილჰამ ალიევი შვიდწლიანი ვადის ბოლომდე, მაგრამ ეს სულ სხვა სტატიის თემაა.
უჩინარი პერსონაჟები
დანარჩენი შვიდი კანდიდატი, პირობითად, სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს.
უხუცესები
ამ ჯგუფში 1980-იანი წლების ბოლოს გააქტიურებული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანები, არაზ ალიზადე, სარდარ მამედოვი (ჯალალოღლუ) და ფარაჯ გულიევი შედიან. ალიზადე და გულიევი პარლამენტის წევრები არიან. სარდარ მამედოვი აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა
"ახალგაზრდა" განდგომილები
სამი კანდიდატი (გუდრათ ჰასანგულიევი, ზაჰიდ ორუჯი და რაზი ნურულლაევი) დანარჩენების ფონზე "ახალგაზრდად" შეიძლება ჩაითვალოს. მათგან ყველაზე უფროსი 52 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი - 46. მაგრამ ამ ადამიანებს ისიც აერთიანებთ, რომ თითოეულ მათგანს ხელისუფლებისგან დივიდენდების მიღების იმედი აქვს და ამიტომ საკუთარ პარტიას გაემიჯნა.
მორიგე მასხარა
ჰაფიზ გაჯიევი (მეტსახელად "თევზი ჰაფიზი") თვალსაჩინო ექსცენტრიკულობითა და უზრდელობით გამოირჩევა. იგი ხელისუფლების "მორიგე მასხარაა", რომელსაც ხუთ წელიწადში ერთხელ უხმობენ ხოლმე იმისათვის, რათა ტალახი ესროლოს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. იგი ყველა არჩევნებში სტაბილურად იკავებს უკანასკნელ ადგილს, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ყველა ჯერზე არეგისტრირებენ კანდიდატად - ამ ადამიანზე საუბრის სურვილიც კი არ მაქვს.
ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, თუ როგორ შეძლეს "უჩინარმა პერსონაჟებმა" 40 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერების მოგროვება, და თანაც 60 საარჩევნო ოლქში.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი, იურისტი აკიფ ყურბანოვი მიიჩნევს, რომ ასეთი ამოცანის გადაჭრა მხოლოდ ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევისა და დახმარების შედეგადაა შესაძლებელი.
"ზოგიერთი კანდიდატის მიერ ფეისბუკში გამოქვეყნებული სტატუსები სამ დღეში 38 ლაიქზე მეტს ვერ აგროვებს. ხოლო იმ ინტერვიუებს, რომლებსაც ადგილობრივ ვებგვერდებს აძლევენ, სამ დღეში სულ 39 ადამიანი კითხულობს. ამის მიუხედავად, მათ რაღაც მანქანებით 3-4 დღეში 40 ათასზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერების შეგროვება შეძლეს", - წერს ექსპერტ-ეკონომისტი ნატიკ ჯაფარლი.
ვინ არ მონაწილეობს ამ არჩევნებში
აზერბაიჯანის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მოძრაობებმა გადაწყვიტეს, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. 10 მარტს ოპოზიციის გაერთიანებული ძალების საერთო მიტინგზე, ოპოზიციის ყოფილმა საერთო კანდიდატმა, დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ჯამილ ჰასანლიმ განაცხადა: "ხელისუფლების მთავარი მიზანია არა ვადამდელი, არამედ უალტერნატივო არჩევნების ჩატარება".
ამ გადაწყვეტილებაზე სხვა ფაქტორებმაც იქონია გავლენა. მაგალითის სახით შეიძლება გავიხსენოთ პარტია მუსავათის ლიდერის, ისა ყამბარის მიერ გადატანილი ინფარქტი. ყამბარი დღემდე თურქეთში იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს. ისღა დაგვრჩენია, უბრალოდ ვიმარჩიელოთ იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მუსავათი, მათი ლიდერი ჯანმრთელი რომ იყოს.
კიდევ ერთი პოტენციური კანდიდატი, ოპოზიციური მოძრაობა რეალური ალტერნატივის (რეალის) ლიდერი, ილგარ მამედოვი კი უკვე ხუთი წელია, ციხეში ზის და პოლიტპატიმრადაა აღიარებული.
რა გველის შემდეგ
რა თქმა უნდა, ეს საპრეზიდენტო არჩევნები ცალსახად ყველაზე შეუმჩნეველ არჩევნებად დარჩება აზერბაიჯანის ისტორიაში. ალიევს ძალიან მარტივად აირჩევენ მეოთხე ვადით, მაგრამ ყველაზე საინტერესო ეტაპი საკუთრივ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ დაიწყება. როგორ გამოიყენებს ალიევი თავის "კარტბლანშს"? მოაწერს თუ არა ხელს ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ კომპრომისულ შეთანხმებას? გააგრძელებს თუ არა რუსეთთან დაახლოებას და შევა თუ არა ევრაზიის კავშირში? როგორ განვითარდება აზერბაიჯანის ელიტის შიდა წრეებში არსებული დაპირისპირება? და, რაც მთავარია… მოიმზადებს თუ არა მემკვიდრეს? და თუ მოიმზადებს, კონკრეტულად ვის შეარჩევს ამ პოზიციაზე?
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები