სუს: დღეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება Facebook Live
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა ქემოკლიძემ IPRM-ის არაგეგმირი შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ დღევანდელ დღეს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე დე ფაქტო ხელისუფლებამ ფაქტობრივად უარი განაცხადა.
სუს-ის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრაზე თქვეს, რომ გადმოსვენებამდე, რუსეთის ფედერაციისგან საექსპერტო დასკვნას ელოდებიან:
"ისინი აცხადებენ, რომ დასაწყისში, როცა ცხედარი დაათვალიერეს, ვერ შეძლეს სიღმისეული ექსპერტიზის ჩატარება და რუსეთის ფედერაციას სთხოვეს, ჩაეტარებინათ საექსპერტო ანალიზი, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ჩვენ მოვთხოვეთ, ეს დრო შემცირებულიყო მაქსიმალურად და ცხედარი დაუბრუნებოდა ოჯახს. თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ამ პერიოდმა შეიძლება რამდენიმე დღეს გასტანოს".
კახა ქემოკლიძის თქმით, მათ ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და დე ფაქტო ხელისუფლებას სთხოვეს, დღის ბოლოს ერთმანეთთან დაუკავშირდნენ ცხელი ხაზით, რათა რუსი ექსპერტებისგან შეიტყონ, რა დრო დასჭირდებათ ექსპერტიზისთვის.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარის კიდევ ორი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა - ტატუაშვილთან ერთად დაკავებული ორი პირის გამოშვებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტების გადაყვანა.
სუს-ს მოთხოვნით, დღეს, 26 თებერვალს 15 საათზე, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა. განხილვის თემა იყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და დაკავებულების - ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები.
22 თებერვალს ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ოსური მხარის ვერსიით, არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოსური მხარე აცხადებს, რომ ტატუნაშვილი ინფარქტით დაიღუპა და მისი ცხედრის ექსპერტიზაზე უარს ამბობს.
ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული იყო საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე. სუს-ის ცნობით, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკვე გაათავისუფლეს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები