თურქეთ-ამერიკის კრიზისი: გამოწვევა თუ შანსი საქართველოსთვის
ფოტო: AP
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობა კრიტიკულად დაიძაბა. უთანხმოება სირიაში ორი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგობას მოჰყვა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი თურქ კოლეგას და თურქეთის პრეზიდენტს ანკარაში შეხვდა, თუმცა რამდენიმე საათიანი დიალოგი კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების განვითარება საქართველოზეც მოახდენს გავლენას. ექსპერტების ნაწილი რუსეთის გავლენის გაძლიერების ალბათობაზე საუბრობს, ნაწილი კი პირიქით, საქართველოს პოზიციების განმტკიცებას ვარაუდობს.
"ამერიკისთვის საქართველო და თურქეთი მსგავს როლს თამაშობს... ამერიკისთვის ორივე ქვეყანა მთავარი პარტნიორია. შესაძლებელია ვიხილოთ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება იმ შემთხვევაში თუ ამერიკა მივა დასკვნამდე, რომ თურქეთი არ არის საიმედო პარტნიორი, და ვერ ხერხდება მისი ზოგიერთ საკითხზე დაყოლიება. ამ შემთხვევაში ვაშინგტონი შესაძლოა, საქართველოსკენ უფრო მეტად შეტრიალდეს", - ამბობს ასისტენტ-პროფესორი ლისელ ჰინცი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან.
ის ფიქრობს, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვამ საქართველოსთვის შესაძლოა, ვაშინგტონთან უფრო მეტად დაახლოების შესაძლებლობა გააჩინოს.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის თურქეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობის განმუხტვის მცდელობაა. ურთიერთობის ჩიხში შესვლა, ერთის მხრივ, ვაშინგტონსა და ანკარას შორის სირიაში ინტერესთა კონფლიქტმა გამოიწვია. თურქეთმა სირიის ქურთული დაჯგუფების "სახალხო დაცვის ერთეულის" (YPG) წინააღდეგ აფრინში ოპერაცია ჩაატარა. დაჯგუფებას ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს.
ანკარას განცხადებით YPG თურქეთის შიგნით ტერორისტულ ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) ეხმარება. ორი ქვეყნის ძალები შესაძლოა, ერთმანეთთან საბრძოლო კონტაქტში აღმოჩნდნენ თუ ანკარა სირიაში მის ოპერაციას ქალაქ მანბიჯამდე გააფართოებს, სადაც ქურთულ შენაერთებთან ერთად ამერიკის შეიარაღებული ძალებიც იმყოფებიან.
თუ ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის, დიპლომატიური დაპირისპირება ბრძოლის ველზე გადაინაცვლებს ეს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, არამედ საქართველოზეც იქონიებს, სავარაუდო, გავლენას. ეს კი, დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარის აიკან ერდემირის აზრით, ამერიკასთან დაშორების შემთხვევაში თურქეთის რუსეთთან დაახლოების ბუნებრივი შედეგი იქნება.
"ამერიკა-თურქეთის ურთიერთობის ეროზიას საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის, შესაძლოა, საზიანო შედეგები მოჰყვეს. ამ შემთხვევაში თურქეთი რუსეთის ღერძისკენ გადაიხრება. რუსეთის გავლენის ზრდა თურქეთზე გაზრდის რუსეთის ბერკეტებს საქართველოზეც. მე ვფიქრობ თურქეთ-ამერიკის და თურქეთ-ნატოს ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია", - ამბობს აიკან ერდემირი.
უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი ანკარას მიერ ამერიკის რამდენიმე მოქალაქის და საელჩოს თანამშრომლების დაკავება გახდა. ამასთან ერთად, თურქეთი ამერიკისგან მოითხოვს ამერიკაში მცხოვრებ თურქი რელიგიური ლიდერის ფეტულა გულენის გადაცემას, რომელსაც თურქეთი 2016 წლის გადატრიალების მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს.
სტრატეგიული თვალსაზრისით საქართველო ამერიკის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკისთვის თურქეთის მნიშვნელობის არ არის, თუმცა ის შესაძლოა თურქეთთან ურთიერთობების გაციებასთან ერთად ვაშინგტონმა უფრო საიმედო პარტნიორად განიხილოს .
"მართალია საქართველოს არ აქვს საზღვარი სირიასთან, ერაყთან და ირანთან როგორც თურქეთს, მაგრამ საქართველო ამერიკისთვის რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ამ ნაწილში თურქეთი საქართველოსგან განსხვავდება რადგან თურქეთი რუსეთთან გარკვეულწილად თანამშრომლობს... ამერიკამ შესაძლოა, განიხილოს საქართველო, როგორც უფრო სანდო პარტნიორი, რადგან ვიცით, რომ საქართველო რუსეთისკენ უახლოეს მომავალში არ შეტრიალდება", - ამბობს ჰინცი.
ტილერსონის ვიზიტი თურქეთში ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სახელმწიფო მდივნის განცხადებით ამერიკა-თურქეთის პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის "ძალზედ ძვირფასია" და "საერთო ინტერესებს ემსახურება. თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ ურთიერთობები კრიტიკულ ფაზაშია.
მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ ანტი-ამერიკული განცხადებები და ნაციონალისტური ტალღა ერდოღანს მხარდაჭერის შენარჩუნებაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 70-იან წლებში დაიძაბა, თურქეთის კვიპროსის შეჭრის შემდეგ, თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობებისთვის უკანასკნელი კრიზისული მდგომარეობა აქამდე არნახული, მნიშვნელოვანი ტესტია.
მაშინ როცა, ორი ქვეყანა დიპლომატიური ჩიხიდან გამოსავალს ცდილობს, თბილისში მოვლენების განვითარებას ყურადღებით უნდა დააკვირდნენ.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები