თბილისში, გვიან ღამით 40-წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.