თბილისში, კერძოდ ზაჰესში ცოლ-ქმარი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-236-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 11-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.