თბილისში, მტკვრის ნაპირთან სამართალდამცავებმა 20 წლამდე ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. 1998 წელს დაბადებულ ახალგაზრდას ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.