აშშ-მა ქსელის ნეიტრალურობის რეგულაცია გააუქმა - რა ელის ინტერნეტზე თავისუფალ წვდომას
ფოტო: AP
შეერთებულმა შტატებმა გააუქმა რეგულაცია სახელწოდებით "ქსელის ნეიტრალურობა". წინააღმდეგობრივი ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულ ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, აჯიტ პაის ეკუთვნის, რამდენიმე თვე ფართო განხილვის საგანი იყო. კომისიამ მის წინადადებას ხუთშაბათს უყარა კენჭი და "ქსელის ნეიტრალურობის" რეგულაციის გაუქმების გადაწყვეტილება 3 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
რეგულაცია პრეზიდენტ ობამას მმართველობის პერიოდში, 2015 წელს შემოიღეს. ის ინტერნეტზე მომხმარებლების თანაბარი წვდომის გარანტიას იძლეოდა. "ქსელის ნეიტრალურობა" ინტერნეტის წამყვანი მიმწოდებლების მომსახურებას არეგულირებდა, რათა მათ ხელში არ აღმოჩენილიყო ძალაუფლება, თავად გადაეწყვიტათ, თუ რომელი ვებგვერდი ყოფილიყო მომხმარებლისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი და რომელი - ნაკლებად.
ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე აჯიტ პაი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით დასრულდება ფედერალური მთავრობის მიერ ინტერნეტის "მიკრომენეჯმენტი". თუმცა, რეგულაციის გაუქმების წინადადებამ მომხმარებლებში დიდი შეშფოთება გამოიწვია, გაიმართა ასობით საპროტესტო აქცია, კონგრესში თავის წარმომადგენელს მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაურეკა, რომლებიც აჯიტ პაის წინადადებას ეწინააღმდეგებოდნენ. მომხმარებელთა ჯგუფების ერთი ნაწილი იმუქრებოდა, რომ ცვლილების გატარების შემთხვევაში, ფედერალური კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივლებდა.
"ქსელის ნეიტრალურობის" რეგულაციით რამდენიმე წლის წინ შეიზღუდა ტელეკომუნიკაციების ისეთი ცნობილი ამერიკული გიგანტები, როგორიცაა კომკასტი, ვერაიზონი და ეი-თი-ენდ-თი. რეგულაციის დამტკიცებამდე, ისინი მომსახურებისთვის ან გადასახადებს აწესებდნენ, ან ბლოკავდნენ იმ ინტერნეტ-სერვისებს, რომელიც მათ არ მოსწონდათ. ამ შეზღუდვებს აჯიტ პაი არასაჭირო რეგულაციად მიიჩნევს და თვლის, რომ ინტერნეტის მიმწოდებლებს კონკურენტი კომპანიების აპლიკაციების დაბლოკვის ან მათი შენელების უფლება აქვთ, ან სულაც იმ კომპანიების მომსახურების აჩქარება შეუძლიათ, რომელიც ამისთვის დამატებით საფასურს გადაიხდის. აჯიტ პაის აზრით, საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი მიდგომა ინტერნეტით მომსახურების კომპანიებისთვისაც გამართლებულია.
რეგულაციების გაუქმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ტიმ ბერნერს-ლი, ბრიტანელი ინჟინერი, რომელმაც ინტერნეტ-რესურსების ვებსისტემა (World Wide Web) გამოიგონა. მისი აზრით, "ქსელის ნეიტრალურობა", ანუ ინტერნეტ-მომსახურების მომწოდებელთა მიერ ყველა მონაცემის თანაბარ პირობებში გავრცელება, ინტერნეტის იმ სახით არსებობის მთავარი პრინციპია, რა სახითაც ის დღეს ჩამოყალიბდა.
ბრიტანელი გამომგონებელი თვლის, რომ ამიერიდან ინტერნეტით მომსახურების კომპანიების ხელში მოხვდება ძალაუფლება თავად გადაგვიწყვიტონ, თუ რომელ ვებგვერდზე გვექნება წვდომა და რომელზე - არა. შესაბამისად, ისინი გადაწყვეტენ "რომელი კომპანია იქნება უფრო წარმატებული, ვის ხმას უკეთ გავიგონებთ და ვინ უნდა გაჩუმდეს".
"ქსელის ნეიტრალურობის" რეგულაციის გაუქმება მარტო ამერიკის შეერთებული შტატების მომხმარებლებს არ შეეხება. სპეციალისტების აზრით, ის გავლენას მოახდენს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაზე, სადაც ამერიკულ რესურსებს მოიხმარენ. მათ შორის, საუბარია გუგლზე, ფეისბუკზე, ტვიტერზე, იუთუბზე, ინსტაგრამზე, ნეტფლიქსზე, ჯი-მეილსა და მრავალ სხვაზე. თუ აქამდე ინტერნეტი უფრო საჯარო სარგებლად მოიაზრებოდა და მიმწოდებლები ვალდებული იყვნენ ყველა ვებგვერდი მომხმარებლისთვის ერთნაირად მიეწოდებინათ, ახლა ეს პრინციპი იცვლება.
დიდი ალბათობით, გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება. მომხმარებელთა და უფლებადამცველთა რამდენიმე ჯგუფი ითხოვს, რომ ფედერალური კომუნიკაციების კომისიის დადგენილება შეერთებული შტატების კონგრესმა გააუქმოს და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება მომავალში კონგრესის ერთობლივი რეზოლუციის საფუძველზე მოხდეს.
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
კომენტარები