ბოლო 3 წელში, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ საქართველოში 3,7 მლნ ევროს ღირებულების პროექტები დააფინანსეს
პარტნიორობა კარგი მმართველობის პროგრამის ფარგლებში, 2015-2017 წლებში, საქართველოში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს დაფინანსებული რვა პროექტი განხორციელდა, რომელთა ბიუჯეტმაც 3,7 მილიონი ევრო შეადგინა. ადგილობრივი პროექტების გარდა საქართველომ მონაწილეობა მიიღო 14 რეგიონალურ ინიციატივაში.
დღეს, 3 ნოემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ევროპის საბჭომ საქართველოში განხორციელებული ერთობლივი პროექტების შედეგები წარადგინეს.
პროექტები შეეხებოდა:
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას;
- ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელშეწყობას;
- ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესებას;
- ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას;
- მედიის თავისუფლების პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ხელშეწყობას;
- ინტერნეტ თავისუფლების დაცვასა და არჩევნების მხარდაჭერას.
ერთობლივი პროექტების შედეგების მიხედვით, 1300-ზე მეტმა იურისტმა გაიღრმავა ცოდნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა დებულებებისა და ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმართულებით. განახლდა ელექტრონული საგამოცდო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ელექტრონულად ჩატარებას. 100-ზე მეტ სტუდენტს ჩაუტარდა ტრენინგი მედიის ანგარიშგებაში. სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიეს 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2017 წლის სექტემბრის ადგილობრივ არჩევნებს. გაძლიერდა ბრძოლა ფულის გათეთრების წინააღმდეგ, რომელიც 2018 წელსაც გაგრძელდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელების განმავლობაში საქართველო უახლოვდებოდა იმ სტანდარტებს, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირი და ევროსაბჭო:
"საქართველოს აქვს ხელშესახები შედეგები ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორიც არის საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარება და ის ფაქტი რომ საქართველო ღია მმართველობის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა".
2014 წლის აპრილში ევროკავშირი და ევროპის საბჭო შეთანხმდნენ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიზნობრივი თანამშრომლობის ღონისძიებების განხორციელებაზე, ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოვებლად.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები