ოთო კახიძე: მიმდინარე წლის ნოემბერში ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი დადგება
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და პრემიერის ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი ოთო კახიძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში დადგება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი.
"ვანოს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წელი და 9 თვის ვადით. მას სასჯელის მოხდა აეთვლება 2013 წლის 20 მაისიდან. კანონით მძიმე დანაშაულისათვის პირობით ვადამდე გათავისუფლება პატიმარს ეხება სასჯელის ორი მესამედის, ანუ 4 წლისა და 6 თვის გასვლის შემდეგ".
კახიძის განმარტებით, თუკი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მერაბიშვილი გაიმარჯვებს, სახელმწიფოს აპლიკანტის გათავისუფლება მოეთხოვება.
სტრასბურგის საქმე ეხება ევროკონვენციის მე-18 მუხლს, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან არასამართლებრივი, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობას.
საქართველოს მთავრობამ გასულ წელს გაასაჩივრა გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში, შედეგი კი ჯერ ცნობილი არ არის.
"სტრასბურგში მორიგი მარცხის შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს ყველაზე მისაღები გზა აპლიკანტის გასათავისუფლებლად. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი შესაძლოა სწორედ ამ მიზნით გამოიყენონ. თან სახეს შეინარჩუნებენ - პოლიტიკურ დევნის აღიარების ნაცვლად იტყვიან - მერაბიშვილმა სასჯელის 2/3 მოიხადა და კანონით ეხებოდა გათავისუფლებაო", - განმარტავს ოთო კახიძე და ამატებს, რომ თუკი ვანო მერაბიშვილს სტრასბურგამდე გაათავისუფლბენ, ამით ხელისუფლება უხერხულ პრობლემებს აირიდებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან.
დღეს, პირველ ნოემბერს, ვანო მერაბიშვილის ამჟამინდელმა ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ შეტყობინება უკვე გადასცეს და განუმარტეს, რომ მას გათავისუფლების მექანიზმით სარგებლობის უფლება აქვს.
მოგვიანებით, სასჯელარღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განმარტეს, რომ ადგილობრივი საბჭო საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხს ამ ეტაპზე ვერ განიხილავს.
"მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა", - აღნიშნავენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები