ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
ვნახოთ, რა იცი დიდ ენობრივ მოდელებზე (LLM-ები)
ფოტო: MIT
ფილმის ყურებით ტკბობისთვის სულაც არ გჭირდება იცოდე, როგორ მუშაობს ტელევიზორი, არა? თუმცა საბაზისო ცოდნა შეიძლება წაგადგეს, როცა მყვირალა რეკლამა იწყება და ხმის აწევა-დაწევის ღილაკი (რაც შეიძლება მალე!) უნდა გამოიყენო.
ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტებზეც დაახლოებით ასეა, მე თუ მკითხავ. AI ჩატბოტები დიდ ენობრივ მოდელებზე (LLM-ები) მუშაობს და მათთან სასაუბროდ ამის ცოდნა სულ არ გვჭირდება. და მაინც, რა ხდება, როცა ხარვეზს ვაწყდებით? მაგალითად, დოკუმენტს ვაწვდით და რაღაცის გამო ჩატბოტი იმდენს ფიქრობს, რომ დავალებას აღარ ასრულებს? ეს რაღაც რა არის..?
მსგავს დეტალებში რომ გავერკვეთ და პრობლემაც გადავჭრათ, საბაზისო ცოდნაა ხოლმე საჭირო. და, აი, ამ ტესტით გავიგებთ, გაქვს თუ არა ეს უკანასკნელი:
ისე, უკუკავშირებს თუ მიაქცევ ყურადღებას, შეიძენ ;)
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
ტესტის დაწყება1 / 12 მთავრით დავიწყოთ: რა ძირითადი განსხვავებაა ავტომატიზებულ პროგრამასა და დიდ ენობრივ მოდელს (LLM) შორის?
ExpressVPN
- ავტომატიზებულ პროგრამას ინტერნეტთან მუდმივი კავშირი სჭირდება სამუშაოდ, ხოლო LLM-ს მისგან დამოუკიდებლად შეუძლია ფუნქციონირება
- ავტომატიზებული პროგრამა მხოლოდ ციფრებს ამუშავებს, ხოლო დიდი ენობრივი მოდელი კი ამასთან ერთად ტექსტურ მასალასაც
- ავტომატიზებული პროგრამა წინასწარ განსაზღვრული წესებით მუშაობს, ხოლო LLM შიგთავსს პროგნოზებზე დაყრდნობით და კონტექსტის გათვალისწინებით აგენერირებს
- ამ ორს შორის განსხვავება არ არსებობს; LLM უბრალოდ მარკეტინგული სახელია ტრადიციული ავტომატიზებული კოდისთვის
2 / 12 LLM პროგნოზების საფუძველზე "გვესაუბრება", მაგრამ მაინც რას პროგნოზირებს?
PhonlamaiPhoto
3 / 12 წვრთნისას რა ეტაპი უნდა გაიაროს LLM-ზე შექმნილმა ჩატბოტმა, რომ კარგი მოსაუბრე გახდეს?
Shutterstock
- ადამიანის უკუკავშირისგან განმტკიცებით სწავლა
- სხვა მოდელის უკუკავშირისგან განმტკიცებით სწავლა
- დასწავლილი მონაცემების გაფილტვრა
- დასწავლილი მონაცემების ხელახალი დასწავლა
4 / 12 რომელი კომპანიის მკვლევრებმა შეიმუშავეს ტრანსფორმერის (Transformer) არქიტექტურა, რომელზეც შემდგომში თანამედროვე LLM-ების უმრავლესობა დაშენდა?
Know Your Meme
5 / 12 და თავად Transformer რაღაა?
IBM
- პროგრამა, რომელიც მომხმარებლის პრომპტს ავტომატურად აუმჯობესებს
- სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოდელის საწვრთნელ მონაცემებს ინახავენ და მართავენ
- ალგორითმი, რომელიც LLM-ის პასუხებს რეალურ დროში ამოწმებს და მათ სიზუსტეს უზრუნველყოფს
- არქიტექტურა, რომელიც ტექსტის ფრაგმენტებს ერთმანეთთან კავშირში განიხილავს კონტექსტის გასაგებად
6 / 12 რომელი მექანიზმის მეშვეობით ითვალისწინებს LLM ტექსტში კონტექსტს?
Tenor
7 / 12 რას ვუწოდებთ ხოლმე მოვლენას, როცა LLM რაღაცას "იგონებს"?
Evidently AI
8 / 12 ჩამოთვლილთაგან LLM-ის რომელი მახასიათებელი შეგვიძლია შევადაროთ ადამიანის მუშა მეხსიერებას?
Giphy
- თვითყურადღება
- კონტექსტის ფანჯარა
- ინფორმაციის ბოლო განახლების თარიღი (cut-off date)
- პარამეტრების რაოდენობა
9 / 12 ჩამოთვლილთაგან რომელი ვერ იქნება ტოკენი, როცა LLM-ებზე ვსაუბრობთ?
NVIDIA
10 / 12 ვნახოთ, თანამედროვე მოდელები თუ გახსოვს: ჩამოთვლილთაგან რომელი არაა LLM?
YARN Music Memes
11 / 12 ერთი პრაქტიკული შეკითხვაც: ჩამოთვლილთაგან რომელი ფორმატის ფაილს დაამუშავებს LLM ყველაზე მარტივად?
Meming Wiki
12 / 12 ერთიც და შეგეშვები: ჩატბოტს უახლეს AI მოდელზე ვკითხე და არ არსებობსო, თავდაჯერებულმა მითხრა. რით შეიძლება აიხსნას?
TCG

კომენტარები