Politico: ფონ დერ ლაიენი და მარტა კოსი 1-ელ ივლისს სომხეთს ეწვევიან
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი მომავალ კვირას სომხეთს ეწვევიან. ინფორმაციას Politico საკითხის მცოდნე სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვიზიტის მიზანი სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი პროდასავლური მთავრობის მხარდაჭერის დემონსტრირებაა მას შემდეგ, რაც ფაშინიანის პარტიამ ივნისის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
Politico აღნიშნავს, რომ ვიზიტი იმ დროს იმართება, როდესაც ფაშინიანი ცდილობს სომხეთის დასავლური კურსის განმტკიცებას, მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირებასა და ევროკავშირთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
"ჩვენ ვნახეთ ქვეყანა რუსეთის მხრიდან ინტენსიური და მუდმივი ზეწოლის ქვეშ; ასეთი ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი იქნება იმ პრაქტიკული დახმარების გაგრძელებად, რომელიც უკვე გაწეულია", — განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
მისივე თქმით, ვიზიტის მთავარი გზავნილი იქნება:
"ევროპა თქვენ გვერდითაა"
Politico წერს, რომ ეს ფონ დერ ლაიენის მეორე ვიზიტი იქნება სომხეთში ორ თვეზე ნაკლებ პერიოდში. ევროკომისიის პრეზიდენტი მაისშიც იმყოფებოდა ერევანში, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი და ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართა.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში სომხეთმა მნიშვნელოვნად დააჩქარა დასავლეთისკენ სვლა. ქვეყანამ შეაჩერა მონაწილეობა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) და ღიად გამოთქვა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი.
ბრიუსელმა, თავის მხრივ, ერევნის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა გააძლიერა. გასულ კვირას ევროკავშირმა დაადასტურა, რომ სომხეთს 34 მილიონ ევროს გამოუყოფს, რათა შეამსუბუქოს რუსეთის მიერ დაწესებული ახალი სავაჭრო შეზღუდვების გავლენა და ხელი შეუწყოს ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის დივერსიფიკაციას.
Politico-ს შეფასებით, ფონ დერ ლაიენისა და მარტა კოსის ვიზიტი კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი იქნება იმისა, რომ ევროკავშირი სომხეთის პროევროპულ კურსსა და დასავლეთთან დაახლოების მცდელობებს აქტიურად უჭერს მხარს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები