კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის სიმართლე და რუსეთის ფედერაციის დანაშაული — "გახარია საქართველოსთვის" სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე:
პარტია საქართველოსთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დატყვევებული ქართველი სამხედროების საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
- გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამების გამო, სტრასბურგმა რუსეთს 395 000 ევროს გადახდა დააკისრა
- თამარ ონიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთმა გიორგი ანწუხელიძე და სხვა ქართველი სამხედროები მოკლა და აწამა
პარტიის განცხადებით, ეს სამართლებრივი ვერდიქტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის სიმართლე და რუსეთის ფედერაციის დანაშაული საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე, წამებასა და ამ უმძიმესი დანაშაულების გამოუძიებლობაზე", — წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გახარიას გუნდი აღნიშნავს, რომ სტრასბურგის მიერ დადგენილი ფაქტები რუსული ოკუპაციის რეალურ სახეს აჩვენებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ საქმეებზე წლების განმავლობაში მუშაობდა, განსაკუთრებით კი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია).
"გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუთაშვილის მალხაზ მელაძის, კახაბერ ზირაქაშვილის — ქართველი სამხედროების მიმართ ჩადენილი დანაშაულები რუსეთის აგრესიისა და რუსული ოკუპაციის სასტიკი სახეა, რომელიც დღესაც გრძელდება საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული სხეულის წინააღმდეგ.
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაზარალებულებისთვის და მათი ოჯახებისთვის, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესისთვის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ისტორიული სიმართლის საერთაშორისო სამართლებრივი აღიარებისთვის, თითოეული ქართველისთვის.
ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა იურისტს, ორგანიზაციასა თუ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა ამ სიმართლის დასადგენად, განსაკუთრებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია-ს", — აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების დასასრულს პარტიამ პატივი მიაგო დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.
"ქედს ვიხრით გმირების წინაშე, ვინც საქართველოსთვის სიცოცხლე გასწირა. მათი უკვდავი სული მუდამ იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ქართველი ხალხის ცნობიერებაში", — წერს გახარია საქართველოსთვის.
შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე — "მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" და "ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ" — რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევა დაადგინა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები