ტრამპმა ზელენსკის ურჩია, რუსეთის მიმართ "უფრო გაბედულად" იმოქმედოს
უკრაინა მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერა მოიპოვა იმ სტრატეგიისთვის, რომლის მიზანიც რუსეთის იძულებაა, დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Kyiv Independent ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირად შეხვედრაზე რუსეთის მიმართ "უფრო გაბედულად" მოქმედებისკენ მოუწოდა.
"ტრამპი ამბობს, რომ სინამდვილეში არ სჯერა, თითქოს ვლადიმირ პუტინი რაიმეს გააკეთებს ზეწოლის გარეშე", — განუცხადა გამოცემას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელსაც ტრამპისა და ზელენსკის ბოლო შეხვედრის დეტალებზე აქვს ინფორმაცია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კიევი ცდილობს ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შეხვედრის ორგანიზებას. ამ იდეას ტრამპიც მხარს უჭერს, თუმცა, როგორც იუწყებიან, კრემლი კვლავ თავს არიდებს ასეთ მოლაპარაკებებს.
ზელენსკიმ 17 ივნისს ჟურნალისტებთანაც განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრას განიხილავს, თუმცა არა — მოსკოვში.
"პუტინთან შესახვედრად მოსკოვში არ ჩავალ. შეგვიძლია შევხვდეთ თურქეთში, შვეიცარიაში ან ახლო აღმოსავლეთში", — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ დაასკვნა, რომ პუტინისთვის გაცილებით რთული იქნებოდა უარის თქმა შეხვედრაზე, თუ ინიციატივა თავად ტრამპისგან წამოვიდოდა.
ამ კონტექსტში, 16 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ ტრამპს შესთავაზა, აშშ-ში გამართულიყო სამმხრივი სამიტი, რომელშიც თავად ტრამპი, ზელენსკი და პუტინი მიიღებდნენ მონაწილეობას.
"ზელენსკიმ ტრამპს შესთავაზა, რომ პუტინი ამერიკაში მოეწვია და ეს იდეალური იქნებოდა. დონალდს ეს იდეა მოეწონა", —განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მსგავსი წინადადება მართლაც განიხილებოდა, თუმცა აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები