გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამების გამო, სტრასბურგმა რუსეთს 395 000 ევროს გადახდა დააკისრა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე — "მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" და "ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ" — რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევა დაადგინა.
სასამართლომ რუსეთს ჯამურად ყველა მომჩივნისთვის სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 395 000 ევროს გადახდა დააკისრა.
დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციას შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა; ასევე გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუთაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება.
სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი ახორციელებდა "ეფექტიან კონტროლს". შესაბამისად, მოსკოვს ეკისრებოდა ექსტრატერიტორიული იურისდიქცია და ამ პირთა სიცოცხლის დაცვის ვალდებულება.
სასამართლოს შეფასებით, ქართველი სამხედროების წამება არ ყოფილა შემთხვევითი ინციდენტი, არამედ წარმოადგენდა მიზანმიმართულ ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
საია წერს, რომ ეს არის 2021 წლის სახელმწიფოთაშორისი დავის (Georgia v. Russia II) შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ ინდივიდუალურ საქმეებში განიხილა და დაადგინა რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა სამხედრო ტყვეებთან მიმართებით ომის აქტიური ფაზის დროს (8-12 აგვისტო).
ორგანიზაციის ცნობით, თუ წინა სახელმწიფოთაშორის საქმეში სასამართლო მიიჩნევდა, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების პერიოდი "ქაოსის" კონტექსტის გამო არ ექცეოდა რუსეთის სივრცითი იურისდიქციის ქვეშ, ახალი გადაწყვეტილებით ეს მიდგომა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე შეიცვალა. სასამართლომ მიუთითა, რომ ქალაქ ცხინვალში დაკავებული ქართველი სამხედროების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ე.წ. "მცოცავი ანექსიის", პასპორტიზაციისა და დე-ფაქტო უშიშროების ძალების რუსი მაღალჩინოსნებით დაკომპლექტების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2022 წელს გარიცხეს ევროპის საბჭოდან, მას კვლავ ეკისრება მანამდე დაწყებულ საქმეებზე გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულება.
დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, საიამ სტრასბურგის სასამართლოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა წინადადებით, რათა შეიქმნას კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმი (საკომპენსაციო ფონდი). აღნიშნულმა ფონდმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის კუთვნილი და მის საზღვრებს გარეთ არსებული მატერიალური აქტივების აკუმულირება და მათი გადაცემა დაზარალებული ქართველი მოქალაქეებისთვის.
საია უკვე 18 წელია აქტიურად იცავს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში (ჯამში წარდგენილია 53 საჩივარი, სადაც ორგანიზაცია 400-მდე პირის ინტერესებს იცავს) და მომავალშიც გეგმავს მუშაობის გაგრძელებას კომპენსაციების აღსრულების ადვოკატირებისთვის.
საიას განცხადება სრულად იხილეთ აქ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები