Procter & Gamble-მა ტელეარხ "იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა
კომპანია Procter & Gamble-მა, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდების მფლობელია, როგორებიცაა Gillette, Pampers, Tide და Fairy, ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City A.M. წერს.
გამოცემის ინფორმაციით, P&G აგრძელებდა "იმედზე" რეკლამის განთავსებას იმის მიუხედავად, რომ ტელეკომპანია მიმდინარე წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა. City AM-ის ცნობით, კომპანიის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად, Procter & Gamble-მა "იმედთან" საქმიანი ურთიერთობა ორშაბათს შეწყვიტა.
"P&G ყველა ბაზარზე, სადაც მომხმარებლებს ემსახურება, კანონის მოთხოვნებს იცავს და სანქციებთან შესაბამისობის მიმართ მკაცრ მიდგომას იყენებს, მათ შორის მედიის შესყიდვების პრაქტიკაშიც. ჩვენ არ დაგვირღვევია გაერთიანებული სამეფოს სანქციების რეჟიმი. თუმცა, ნებაყოფლობით შევცვალეთ ჩვენი მიდგომა და საქართველოში ტელეკომპანია „იმედზე“ რეკლამის განთავსება შევაჩერეთ," — განუცხადა Procter & Gamble-ის წარმომადგენელმა City AM-ს.
ამავე გამოცემის ცნობით, "იმედთან" თანამშრომლობის საკითხზე შიდა გამოძიება დაიწყო Nestle-მაც. გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული ხელმძღვანელი ლიან ჯილი ხელმძღვანელობს.
City AM აღნიშნავს, რომ სხვა საერთაშორისო კომპანიებმა, მათ შორის BBC-ის კომერციულმა განყოფილებამ, "იმედთან" თანამშრომლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ტელეკომპანია ბრიტანეთის საგარეო უწყების სანქციების სიაში მოხვდა.
გამოცემის ცნობით, 2003 წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია "იმედი" გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ სანქციების სიაშია შეყვანილი და აღწერილია, როგორც საშუალება, რომელიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით "განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას" ავრცელებს.
"ტელეკომპანია "იმედი" მხარს უჭერს ან პოპულარიზაციას უწევს ისეთ პოლიტიკასა და ქმედებებს, რომლებიც უკრაინის დესტაბილიზაციას ან მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნას ემსახურება. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არალეგიტიმურად არიან წარმოჩენილნი, უკრაინა "დასავლეთის მარიონეტად" და კორუმპირებულ სახელმწიფოდ არის წარმოდგენილი, ხოლო უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ," — აცხადებენ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში (FCDO).
City AM ასევე იხსენებს, რომ Procter & Gamble-ს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარზე საქმიანობის გამო არაერთხელ აკრიტიკებდნენ. 2023 წელს უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია "ომის საერთაშორისო სპონსორად" დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ P&G-მ რუსეთში საქმიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა, ახალი ინვესტიციები შეაჩერა და სარეკლამო აქტივობები შეზღუდა.
-
ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა, ისინი ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა, ისინი ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს
გადახედვა
-
4 ქალი ისტორიიდან, რომლებიც House of the Dragon-ის პერსონაჟების პროტოტიპები არიან 4 ქალი ისტორიიდან, რომლებიც House of the Dragon-ის პერსონაჟების პროტოტიპები არიან
გადახედვა
-
ფისო ლარიმ თანამდებობიდან დიდი ბრიტანეთის მე-6 პრემიერმინისტრიც გააცილა ფისო ლარიმ თანამდებობიდან დიდი ბრიტანეთის მე-6 პრემიერმინისტრიც გააცილა
გადახედვა
-
თამარ ონიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთმა გიორგი ანწუხელიძე და სხვა ქართველი სამხედროები მოკლა და აწამა თამარ ონიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთმა გიორგი ანწუხელიძე და სხვა ქართველი სამხედროები მოკლა და აწამა
გადახედვა
-
Procter & Gamble-მა ტელეარხ "იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა Procter & Gamble-მა ტელეარხ "იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა
გადახედვა
-
კახეთში კაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა, ტექნიკის ქვეშ მოყვა და დაიღუპა კახეთში კაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა, ტექნიკის ქვეშ მოყვა და დაიღუპა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა ერთი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა ერთი ფოტოთი
-
ისტორიის მასწავლებელი შალვა მინდაძე, რომელიც არასდროს ჩერდება ისტორიის მასწავლებელი შალვა მინდაძე, რომელიც არასდროს ჩერდება
-
ალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის ალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის
გადახედვა
-
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
-
ინგუშეთში 8 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, რომელიც მეგობრის გადარჩენის მცდელობისას მდინარემ წაიღო ინგუშეთში 8 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, რომელიც მეგობრის გადარჩენის მცდელობისას მდინარემ წაიღო
გადახედვა
-
House of the Dragon-ის მე-3 სეზონის პრემიერამ IMDB-ზე უმაღლესი შეფასება მიიღო House of the Dragon-ის მე-3 სეზონის პრემიერამ IMDB-ზე უმაღლესი შეფასება მიიღო
გადახედვა
-
რა წერია ანგარიშის პროექტში, რომელსაც PACE 24 ივნისს განიხილავს? რა წერია ანგარიშის პროექტში, რომელსაც PACE 24 ივნისს განიხილავს?
გადახედვა
-
შავ ზღვაში მცურავ თურქულ სატვირთო გემს რუსული დრონი დაესხა თავს — დაშავებულია თურქეთის 2 მოქალაქე შავ ზღვაში მცურავ თურქულ სატვირთო გემს რუსული დრონი დაესხა თავს — დაშავებულია თურქეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
საქართველოს პარლამენტი EU–ის გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე არ მიიწვიეს საქართველოს პარლამენტი EU–ის გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე არ მიიწვიეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ მოახლეებს, ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ მოახლეებს, ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
-
თბილისი ნიუქამერს 2026-ის გამარჯვებული ცნობილია თბილისი ნიუქამერს 2026-ის გამარჯვებული ცნობილია
-
Powerpuff Girls ბრუნდება? — რა ვიცით ახალი ანიმაციური ფილმის შესახებ Powerpuff Girls ბრუნდება? — რა ვიცით ახალი ანიმაციური ფილმის შესახებ
გადახედვა
-
ესპანეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციის გამო 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ესპანეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციის გამო 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ეკა ბესელია: "ბოლოს რომ ვნახე ელენე ხოშტარია, არც ხელჯოხით გადაადგილდებოდა და არც სიარული უჭირდა, ახლა ხელჯოხი სჭირდება" ეკა ბესელია: "ბოლოს რომ ვნახე ელენე ხოშტარია, არც ხელჯოხით გადაადგილდებოდა და არც სიარული უჭირდა, ახლა ხელჯოხი სჭირდება"
გადახედვა
კომენტარები