შავ ზღვაში მცურავ თურქულ სატვირთო გემს რუსული დრონი დაესხა თავს — დაშავებულია თურქეთის 2 მოქალაქე
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შავ ზღვაში თურქული სატვირთო გემის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ინციდენტი 22 ივნისს, დილით მოხდა. პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი) უკრაინის ჩერნომორსკის პორტთან ახლოს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან, დაშავდა.
ანკარაში აცხადებენ, რომ დაშავებულთა მდგომარეობას კიევში თურქეთის საელჩო და ოდესაში თურქეთის გენერალური საკონსულო ყურადღებით აკვირდებიან.
"თურქულ, პანამის დროშის ქვეშ მცურავ, გემზე დღეს დილით (22 ივნისს), უკრაინის ჩერნომორსკის პორტთან ახლოს, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრი, ჩვენი ორი მოქალაქე დაშავდა.
მოქალაქეების მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება კიევში თურქეთის საელჩო და ოდესაში თურქეთის გენერალური საკონსულო.
ამ თავდასხმებთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის შედეგად საფრთხეს უქმნის ჩვენს ინტერესებს შავ ზღვაში და რეგიონულ უსაფრთხოებას, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას გადაეცემა.
შავ ზღვაში სამოქალაქო გემების ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და მოვუწოდებთ ყველა შესაბამის მხარეს, მიიღონ ზომები რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციისთვის", — აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, 22 ივნისს, ღამით, რუსულმა ძალებმა შავ ზღვაში უცხოეთის დროშის ქვეშ მცურავ სამ სამოქალაქო სატვირთო გემზე მიიტანეს იერიში. ერთ-ერთი დარტყმის შედეგად ეკიპაჟის ეგვიპტელი წევრი დაიღუპა, გემზე კი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის ვიცეპრემიერის, ოლექსი კულებას განცხადებით, ყველაზე მძიმედ თურქული, პანამის დროშის ქვეშ მცურავი მშრალი ტვირთმზიდი გემი Victress დაზიანდა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსული დრონების თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 58 წლის ეგვიპტელი მზარეული დაიღუპა.
სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, ეკიპაჟის დანარჩენი რვა წევრი, რომლებიც თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან, უკრაინული სამაშველო ოპერაციის შედეგად გამოიყვანეს.
იერიში განხორციელდა კიდევ ორი გემზე, რომლებიც ბელიზისა და პალაუს დროშებით ცურავდნენ, თუმცა მათ მცირე დაზიანებები მიიღეს და გზის გაგრძელება შეძლეს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები