რატომ ცლიან ვაშინგტონის მონუმენტთან აუზს? — ტრამპი ვანდალებს ემუქრება
"ამრეკლავი აუზი" (Reflecting Pool — ლინკოლნის მემორიალიდან ვაშინგტონის მონუმენტამდე გადაჭიმული აუზი), რომელიც ვაშინგტონის სიმბოლოა, სკანდალში გაეხვა. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრაპის თქმით, ის უნდა დაცალონ. მრავალმილიონიანი რეაბილიტაციიდან რამდენიმე კვირაში წყალმცენარეების გაჩენასა და საღებავის ფენის აცლაში ვანდალები დაადანაშაულა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ აუზს "300 ფუტის (დაახლოებით 90 მეტრი) სიგრძის ნაჭდევი გაუჩინეს". ტრამპმა "ვანდალები" წყალში სასუქის ჩაყრაშიც დაადანაშაულა.
"მე ვერაფერს ვიზამ, თუ ვინმე შიგნით დანით შევა და მის ჩეხვას დაიწყებს," — თქვა პრეზიდენტმა, რომელმაც აუზის რეაბილიტაცია დაახლოებით 16 მილიონ დოლარად შეაფასა.
აშშ-ის პარკების პოლიციის ცნობით, "ამრეკლავი აუზის" დაზიანებასთან დაკავშირებით ხუთი ადამიანია დაკავებული, კიდევ ხუთს კი ფედერალური სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს.
Reuters-ის თანახმად, კოლუმბიის ოლქის წყალმომარაგების სამსახურმა (DC Water) ორშაბათს განაცხადა, რომ აუზის დასაცლელად ნებართვა გასცა.
სარემონტო კომპანიის თქმით, კონსტრუქციას საგარანტიო მომსახურების ფარგლებში შეაკეთებს.
ეს ღირსშესანიშნაობა ბოლოს სრულად მიმდინარე წლის აპრილში, ტრამპის მიერ შემოთავაზებული რეაბილიტაციისას დაცალეს, ხოლო ივნისის დასაწყისში კვლავ შეავსეს.
BBC წერს, რომ "ამრეკლავი აუზი", რომელიც 1920-იან წლებში აშენდა და ლინკოლნის მემორიალსა და ვაშინგტონის მონუმენტს შორის 619 მეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული, დიდი ხანია ჟონავს, ზიანდება კონსტრუქცია, აქვს გაუმართავი მილები, იზრდება წყალმცენარეები და ბინძურდება ფრინველების ექსკრემენტებისგან.
განახლების მიუხედავად, იმ მუქ ლურჯ საღებავს, რომელიც ტრამპმა ფსკერზე დაამატებინა, ხარვეზები გაუჩნდა.
ლინკოლნის მემორიალის Reflecting Pool-ში ლურჯი საღებავის ნატეხი წყალმცენარეებს შორის ტივტივებს (2026 წელი 21 ივნისი).
ფოტო: AP Photo/Jon Elswic
ბოლო დღეებში, ეროვნული პარკების სამსახურის თანამშრომლებმა წყალში წყალბადის ზეჟანგი ჩაასხეს წყალმცენარეების მოსაშორებლად, თუმცა საღებავის ნაწილები ახლა ძვრება, ზედაპირზე ტივტივებს და ვიზიტორებს ისინი წყლიდან ხელით ამოაქვთ.
ორშაბათს ტრამპმა გაიმეორა კოლუმბიის ოლქის ფედერალური პროკურორის, ჯანინ პირუს მუქარა, რომელმაც თქვა, რომ მკაცრად დასჯიდა ყველას, ვისაც აუზის დაზიანებაში ამხელდნენ.
"გთხოვთ გახსოვდეთ, რომ მსგავსი ობიექტების განადგურებისთვის, ან თუნდაც განადგურების მცდელობისთვის, გათვალისწინებულია 10 წლით თავისუფლების აღკვეთა — რაც სრულად იქნება აღსრულებული!" — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ამავდროულად, ტრამპი ABC News-ს სასამართლოში ჩივილით ემუქრება აუზის შესახებ მომზადებული რეპორტაჟის გამო.
"ABC-მ ვერ ახსენა, რომ მათმა ახლო "მეგობრებმა", დუმოკრატებმა (სიტყვების თამაში: Democrats / Dumocrats — სულელი დემოკრატები) ობამამ და ბაიდენმა 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს Reflecting Pool-ზე და მან მაინც არასდროს იმუშავა. მე დაახლოებით 16 მილიონი დოლარი დავხარჯე და ყველაფერი შესანიშნავად გამოვიდა, ვანდალიზმის გარდა, რომელსაც ახლა გამოვასწორებთ...," — დაწერა ტრამპმა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები