მეტრო მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" "ვაგზლის მოედნამდე" მუშაობს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ NEWS.On.ge-ს განუცხადა, რომ შეფერხება ტექნიკური ხარვეზითაა გამოწვეული და როგორც კი დაზიანებული მატარებლის ჩიხში გადაყვანა მოხერხდება, მოძრაობა განახლდება.

"მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგურ "რუსთაველზე", პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა. მგზავრებს ვემსახურებით მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" მეტროსადგურ "სადგურის მოედნამდე". მეტროსადგურ "სადგურის მოედნიდან" მეტროსადგურ "ვარკეთილამდე" დროებით ვერ გადაგვყავს მგზავრები. როგორც კი დაზიანებულ მატარებელს გადავიყვანთ ჩიხში, მოძრაობას სრულად განვაახლებთ," — განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ NEWS.On.ge-თან საუბრისას.