ალექსანდრე დარახველიძე: სსკ-ს ახალი მუხლი დაემატა, რომელიც გულისხმობს ფიქციური ქორწინების დასჯადობას
"მექანიზმი მაქსიმალურად იქნება გადაზღვეული და ვისაც ეს დოკუმენტი ნამდვილად ესაჭიროება, მხოლოდ ისინი მიიღებენ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას და საშუალება არ იქნება იმის, რომ ქვეყანაში ის უცხოელები დარჩნენ ხანგრძლივად, რომელთათვის მსგავსი უფლების მიცემას კანონი არ ითვალისწინებს" — საქართველოს პარლამენტში წარდგენილ უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე გამოეხმაურა. კომენტარს IPN ავრცელებს.
დარახველიძის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი დაემატა, რომელიც ფიქციური ქორწინების გზით საქართველოში ლეგალურად ცხოვრების უფლების ან ბინადრობის მოპოვების მცდელობას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს.
"პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარვუდგინეთ. ეს უკვე მეორე ეტაპია. გახსოვთ, რომ გასულ წელს, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამ ცვლილებებმა თავისი დადებითი ეფექტი უკვე გამოავლინა და საზოგადოება ყოველ დღე საქართველოდან გაძევებულ არალეგალ უცხოელს ხედავს, რომელიც ქვეყანაში ხანგრძლივად დარჩენისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა.
მეორე პაკეტი გაგრძელებაა იმ ცვლილებების, რომელიც შარშან დავიწყეთ. ამ შემთხვევაში, კანონმდებლობა იმ ნაწილში გადაიხედა, რომელიც ბინადრობების გაცემის ნებართვას ეხება. დღეისათვის, უცხოელ მოქალაქეებზე 35 ათასამდე სასწავლო ბინადრობაა გაცემული. პრაქტიკაში შემთხვევები გამოვლინდა, როცა ბინადრობის გამოყენება ხდებოდა არა სწავლისთვის, არამედ ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დასარჩენად. ცვლილებები სწორედ იმას ემსახურება, რომ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ და ნამდვილად იყენებენ იმ მიზნებით, რა მიზნითაც იყო გაცემული, მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც სასწავლო ბინადრობას იყენებდნენ ქვეყანაში ხანგრძლივად დასარჩენად, მკაცრი რეგულაცია იქნება და ქვეყანას ცალსახა და სწორი მიდგომა ექნება.
მეორე საკითხია ფიქციური ქორწინება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინება საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა ბინადრობა უვადოდ მიიღოს. დღეს, ქვეყანაში, 30 ათასამდე უცხოელია, ვისაც მუდმივი ბინადრობა აქვს მიღებული. ამ მიმართულებით კონტროლის მექანიზმები ძალიან სუსტი იყო. არაერთ ქვეყანაშია თაღლითური სქემები, რომელიც ფიქციურ ქორწინებას და ამ გზით ბინადრობის მოპოვებას ითვალისწინებს.
კონკრეტული მექანიზმი შემოდის, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, მას კომისიასთან გასაუბრება მოუწევს. თუ კომისია ჩათვლის, რომ სახეზეა ეჭვები ქორწინების ნამდვილობაზე, დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება. როგორც იცით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი დაემატა, რომელიც გულისხმობს ფიქციური ქორწინების დასჯადობას, თუ ეს მიზნად ისახავდა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. ეს მექანიზმი მაქსიმალურად იქნება გადაზღვეული და ვისაც ეს დოკუმენტი ნამდვილად ესაჭიროება, მხოლოდ ისინი მიიღებენ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას და საშუალება არ იქნება იმის, რომ ქვეყანაში ის უცხოელები დარჩნენ ხანგრძლივად, რომელთათვის მსგავსი უფლების მიცემას კანონი არ ითვალისწინებს," — განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილები შევიდა.
უწყების ინფორმაციით, ცვლილებებით განისაზღვრება უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელი სტუდენტების მიღების ისეთი დამატებითი წინაპირობები, როგორიცაა, ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან/და NAEC-ის მიერ ორგანიზებული უცხო ენის/სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება.
ამასთან, ცვლილებები შეეხება საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემას. ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები