"დროა": ქვემო ქართლში საგანგაშო ზღვარს აღწევს ირანის ტერორისტული რეჟიმის პოლიტიკური გავლენა, რასაც შეგნებულად ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმი
"ირანის მზარდი გავლენა საქართველოში, გარდა უშუალო და მყისიერი საფრთხეებისა, შეუთავსებელს ხდის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან," — პარტია დროა მარნეულში გადაღებულ ვიდეოკადრებს ეხმიანება, სადაც იმამ ალის მეჩეთში, მუჰარამის თვის აღნიშვნისას მორწმუნეებმა აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის ფონზე რელიგიური საგალობელი შეასრულეს.
პარტიის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ქვემო ქართლში ირანის გავლენების ზრდაზე მიუთითებს და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს.
"ქვემო ქართლის რეგიონში, საგანგაშო ზღვარს აღწევს ირანის ტერორისტული რეჟიმის პოლიტიკური, იდეოლოგიური და ოპერატიული გავლენა, ირანული ქსელის გაფართოების ტენდენცია, რასაც აბსოლუტურად შეგნებულად ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმი.
გუშინ ვიხილეთ მარნეულში გადაღებული კადრები, რომელშიც ირანის ტერორისტული რეჟიმის ერთ-ერთი სიმბოლოს — აიათოლა ალი ხამენეის პლაკატი ჩანს წარწერით: "მისი უწმინდესობა აიათოლა ხამენეი, მსოფლიოს ჩაგრულთა ლიდერი და თავისუფლების ხმა".
ვიდეოში ვხედავთ ახალგაზრდებს, რომლებიც პლაკატის წინ რელიგიურ რიტუალს ასრულებენ. იგივე ხდება გარდაბანშიც, თბილისიდან 10-15 კილომეტრში.
ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და ახალგაზრდების ინდოქტრინაციის, რადიკალიზაციისა და რეკრუტირების მაღალ დონეზე აწყობილი სქემა მოქმედებს, რომლის უკანაც ირანის ტერორისტული რეჟიმი დგას. ამ ყველაფერს კი მხარს უჭერს საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება.
ქართული ოცნების კავშირები ირანთან მხოლოდ იმით კი არ შემოიფარგლება, რომ თეირანში სტუმრობისას კობახიძე ჰესბოლას და ჰამასის ტერორისტებთან ერთად ზის დარბაზში, სადაც ისმის შეძახილები: "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს!". მთავარი დანაშაული, რასაც ივანიშვილი ამ მიმართულებით ჩადის, არის სასათბურე პირობების შექმნა ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის, რაც, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, წარმოშობს რისკებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.
ირანის მზარდი გავლენა საქართველოში, გარდა უშუალო და მყისიერი საფრთხეებისა, შეუთავსებელს ხდის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან, რაც თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშიც აღინიშნა. განცხადების თანახმად, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, მავნე გარე გავლენებისგან ქვეყნის გათავისუფლებაა. იგულისხმება რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მავნე გავლენის ქსელების ნეიტრალიზაცია.
გამოსავალი მხოლოდ ქართული ოცნების რეჟიმის ცვლილებაშია. მოღალატე რეჟიმისა, რომლის სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატის ამოცანა არა ქვეყნის წინაშე რეალურად არსებული გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების ანალიზი და მათთან გამკლავება, არამედ პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანების დევნაა.
პარტია დროა", — წერია განცხადებაში.
როგორც ადგილობრივი მედია, Aktual.ge სოციალურ ქსელში წერს, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს მეჩეთში მუჰარამის თვის მეხუთე დღეს ტრადიციული რელიგიური რიტუალი ჩატარდა, რომლის ფარგლებში მორწმუნეებმა სამგლოვიარო საგალობლები შეასრულეს და სინა-ზანი (მკერდზე რიტმული ხელის ცემა) აღავლინეს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები