"მაღალმა ჯარიმებმა მაქსიმალური შედეგი ვერ გამოიღო" — სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები კონკრეტული გრადაციით მცირდება
დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომას საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების ცვლილებას ეხება. როგორც 19 ივნისს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ თქვა, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული.
- 15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება — 100 ლარის ნაცვლად იქნება 50 ლარი;
- 30-დან 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბება — უცვლელად 100 ლარი;
- 40-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბება — 300 ლარის ნაცვლად 100 ლარი;
- 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება — უცვლელად 300 ლარი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიდგომის შეცვლა წინა რეგულაციების პრაქტიკულმა უშედეგობამ განაპირობა.
"ჩვენ ვნახეთ, რომ კონკრეტულმა მაღალმა ჯარიმებმა პრევენციული თვალსაზრისით ის მაქსიმალური შედეგი ვერ გამოიღო, რომელიც იყო ნავარაუდები. შესაბამისად, მიდგომა ამ შემთხვევაში იცვლება სახელმწიფოს მხრიდან. კონკრეტული გრადაციით ხდება ჯარიმის ოდენობის შემცირება სიჩქარის გადაჭარბებაზე, თუმცა მაღალი სიჩქარის შემთხვევაში, მაშინ როდესაც ეს სცილდება დასაშვებ ნორმას, კვლავაც რჩება მაღალი სანქცია. ანუ, იქმნება ისეთი მოდელი, სადაც შესაძლებელია დაბალი სანქცირება მოხდეს ჩვენი თანამოქალაქეების. სახელმწიფო კვლავ აგრძელებს ამ კუთხით დაკვირვებას, ზოგადად, საავტომობილო გზებისა და სხვა მიმართულებით და იქნება აბსოლუტურად ადეკვატური იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც იქნება ჩვენს საზოგადოებაში," — განაცხადა დავით მათიკაშვილმა ("პირველი არხი").
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტია ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მკაცრი სანქციების საჭიროებისა, ჯარიმების სისტემაში პროპორციულობისა და ადეკვატურობის დაცვა აუცილებელია.
"ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა როგორც პოლიტიკურ განცხადებებში, ასევე კომენტარებში პოზიცია, რომ, რა თქმა უნდა, ჯარიმები უნდა არსებობდეს, მათ შორის ჯარიმების გარკვეულ ოდენობამდე გაზრდაც... გასაგებია იმ მიზეზების გამო, რომ სამწუხარო რეალობა გვაქვს — 400-ზე მეტი ადამიანი იღუპება სიჩქარის გადაჭარბებით, ნასვამობით და ასე შემდეგ. თუმცა არსებობს გარკვეული პროპორცია, ადეკვატურობა და ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენ პოზიცია, როდესაც გაიზარდა ეს ჯარიმები. ამდენად, კარგია, რომ ამ ეტაპზე გათვალისწინებულია ეს საკითხი და გარკვეული მიმართულებით ჯარიმები მცირდება", — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა ("პირველი არხი").
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები