4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 7 პირი დამნაშავედ ცნო: დავით ჟღენტს მიესაჯა პატიმრობა 5 წლით; კახაბერ მჟავანაძეს — 5 წლით; დავით სტურუას — 5 წლით; კონსტანტინე კოკაიას — 5 წლით; გიორგი ჩახუნაშვილს — 5 წლით; ზაქრო ალბუთაშვილს — 5 წლით; ია დარახველიძეს — 3 წლით.
გოგი ჩახუნაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ გარეთ იყვნენ. დღევანდელი განაჩენის შემდეგ, პატიმრობა დაკავების დღიდან აითვლება. ორივე მათგანს გირაოს თანხა კი უკან დაუბრუნდებათ.
ია დარახველიძე სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა. პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მასზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა. ადვოკატის განცხადებით, მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
"სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, არის უკანონო დაუსაბუთებელი, შეუძლებელია არგუმენტაცია ჩვენ მომავალში თუნდაც წავიკითხოთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დაიწერება მოსამართლის მიერ, უნდა გამოეტანა მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი, რეალობა ასეთი გვაქვს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლემ.
რა თქმა უნდა, თავადვე განმარტა სასამრთლომ როგორც კი იქნება შესაბამისი უწყების მიერ ან ჩაბარება იასი, ან დაკავება, აითვლება მისი სასჯელის ვადა, ამ ეტაპისთვის ჩატარდება პროცედურები როგორიც არის, ეგრეთწოდებული ძებნაზეც გადაეცამა ქალბატონ იას," — განაცხადა დარახველიძის ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ.
მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ მსჯავრდებულის ოჯახის წევრებიც. კახაბერ მჟავანაძის შვილმა, ლევან მჟავანაძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მამის ადგილს დაიკავებს.
"ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ველოდი, როგორც ყველა აქ დამსწრე, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ იყო წმინდა სამართლებრივი საქმე, ეს იყო პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმე და გადაწყვეტილებაც იყო შესაბამისი, დაშტამპული, 5 წელი ყველა ბრალდებულის მიმართ.
მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც მამაჩემს ეკავა, ამ გადაწყვეტილებას და სასჯელს მე და ჩემი ოჯახი მივიღებთ, როგორც პატივს, როგორც მსხვერპლს, ჩემი ქვეყნისთვის," — განაცხადა ლევან მჟავანაძემ.
72 წლის ექიმის შვილის, კონსტანტინე ჩახუნაშვილის განცხადებით, "ან შევეგუებით ამ უსამართლო სისტემას ან შევცვლით ყველაფერს".
"მოსამართლის გადაწყვეტილება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არის უსამართლო. იქიდან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილება მოდის დაწერილი და შესაბამისად დავალებას ასრულებს მოსამართლე. ადამიანი ყვავილის სროლის გამო ჰყავდათ 9 თვე გამოკეტილი ციხეში და ედავებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იქ უბრალოდ იდგა შეიძლება ყოფილიყო იდენტიფიცირებული და იგივე ბრალი წაეყენებინათ. ჩვენ ან შევეგუებით ამ უსამართლო სისტემას ან შევცვლით ყველაფერს", — განაცხადა პედიატრმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა მას შემდეგ, რაც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მამამის, ექიმ გოგი ჩახუნაშვილის 4 ოქტომბრის საქმეზე, 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, აღნიშნულმა პირებმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადეს. 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება 22 პირმა გააფორმა. საპროცესო შეთანხმება "დანაშაულის აღიარებას" და 3-წლიან პირობით მსჯავრს გულისხმობს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები