ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მას ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი კოხირ რასულზოდა დახვდება.

"ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

საქართველოს მთავრობის მეთაურს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რახმონი. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერმინისტრის შეხვედრა ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი