გიორგი ხიშტოვანი: ხელფასების რეალური ზრდა საქართველოში სამ წელიწადში დაახლოებით სამჯერ შემცირდა
"ხელფასების რეალური ზრდა საქართველოში სამ წელიწადში დაახლოებით სამჯერ შემცირდა. მაშინ როდესაც 2023-2024 წლებში ხელფასების რეალური ზრდა დაახლოებით 13% იყო, 2026 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მაჩვენებელი 5%-ს ჩამოსცდა", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი წერს.
მისი თქმით, 2022–2024 წლების ეკონომიკური აღმასვლა "დიდწილად რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება და დასასრულს უახლოვდება", ახლა კი "ოცნებას უწევს სხვა თემებით სცადოს შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების გადაფარვა, კორუფციასთან წერტილოვანი ბრძოლაც ასეთი ეფექტური სატყუარაა".
ცხრილს გიორგი ხიშტოვანი აქვეყნებს
"ხელფასების რეალური ზრდა საქართველოში სამ წელიწადში დაახლოებით სამჯერ შემცირდა; სხვა სიტყვებით, მაშინ როდესაც 2023-2024 წლებში ხელფასების რეალური ზრდა დაახლოებით 13% იყო, 2026 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მაჩვენებელი 5%-ს ჩამოსცდა.
დაწყებული 2022 წლიდან, ხელფასების ზრდის მაღალი ტემპი ძლიერი არგუმენტი იყო ქართული ოცნების ხელში, რითაც მას შეეძლო მისი ამომრჩევლის ლოიალობის შენარჩუნება და პარალელურად ნეიტრალური ამომრჩევლის ნეიტრალურობის უზრუნველყოფა.
უკვე 2025 წლის დასაწყისიდან ცხადი გახდა, რომ რეალური (ინფლაცია-გათვალისწინებული) ხელფასების 10%-ზე მაღალი ზრდის შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნებოდა. ახლა, 2026 წლის პირველ ნახევარში უკვე ცხადი კლების დინამიკა იკვეთება, როდესაც რეალური ხელფასების ზრდის ტემპი 5%-ზე დაბლა ჩამოვიდა.
ეს დინამიკა, დიდი ალბათობით, იმის მანიშნებელია, რომ 2022–2024 წლების ეკონომიკური აღმასვლა — რომელიც დიდწილად რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება — დასასრულს უახლოვდება.
როგორც ჩანს, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მეორე წელია, საქართველოში ახალი სამუშაო ადგილებიც ფაქტობრივად აღარ იქმნება, ქართულ ოცნებას უწევს სხვა თემებით სცადოს შრომის ბაზარზე არსებული ამ გამოწვევების გადაფარვა. სავარაუდოდ, კორუფციასთან წერტილოვანი ბრძოლაც ასეთი ეფექტური სატყუარაა, როდესაც, ცალკე, შრომის ბაზარზე სიტუაციით და მაღალი ინფლაციით უკმაყოფილო მოსახლეობის ყურადღების ამ თემაზე გადატანა ხდება და ცალკე, შიდა-პარტიული ბრძოლების ფარგლებში, არასასურველი მოთამაშეების ჩამოშორება/ახალი მოთამაშეებით ჩანაცვლება.
ხოლო, ფისკალური/საბიუჯეტო გამოწვევებიდან გამომდინარე, დაზოგვისკენ მიმართული ზომების სწორედ ამ მომენტში მიღება (მაგალითად გაზრდილი ჯარიმები, სოციალური შემწეობის მიმღებთა სიების შეკვეცა, გაზრდილი აქციზი სიგარეტზე, დასაქმების პროგრამის გაუქმება და სხვა) კი უკვე პოლიტიკურ შეცდომას ჰგავს", — წერს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები