ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურის მიერ ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, პროკურატურის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა საგანგაშოა. ქარტია პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას მედიის დაშინების რიგით მცდელობად აფასებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "კრიტიკული მედიის მიმართ რეპრესიული მიდგომები საქართველოში მუდმივად ახალ სახეს იძენს და სულ უფრო ღრმავდება".
"ქარტია პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. საქმე ეხება გოგა ხაინდრავას მიმართ დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს. გოგა ხაინდრავა მოწმის სახით უკვე გამოიკითხა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას"ფორმულას" წყაროს ედავება.
სავარაუდოდ, საქმე ეხება "შაბათის ფორმულას" ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებს, რომელთა გამოც "ფორმულას" გოგა ხაინდრავა სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის.
ქარტია პროკურატურის ამ ქმედებას განიხილავს, როგორც ინსტრუმენტს მედიის დასაშინებლად და გამომძიებელი ჟურნალისტების დასასჯელად. წყაროს კონფიდენციალობა ჟურნალისტის დაცული უფლება და ფუნდამენტური პროფესიული სტანდარტია. დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, წყარო გაამჟღავნოს.
კრიტიკული მედიის მიმართ რეპრესიული მიდგომები საქართველოში მუდმივად ახალ სახეს იძენს და სულ უფრო ღრმავდება. უკიდურესად მტრული და ხელშემშლელი გარემო არის ის ყოველდღიურობა, რა პირობებშიც დამოუკიდებელ მედიას უწევს მუშაობა.
ქარტია სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია "ფორმულას" და მის გუნდს, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე პროფესიული საქმიანობის ერთგული რჩება," — წერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
გოგა ხაინდარავამ ტელეკომპანია "ფორმულას" 17 იანვარს გასული სიუჟეტისთვის უჩივლა. ფორმულას სიუჟეტში საუბარი იყო იმაზე, რომ 2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სუს-თან შეთანხმებით, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები