რა წერია ირანსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში?
აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმებას ხელი საფრანგეთში, ევინ-ლე-ბენში, G7-ის სამიტზე მოაწერა, ირანის მხრიდან — ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა.
- ტრამპის აცხადებს, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს
- ტრამპი: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება მიღწეულია, გილოცავთ ყველას!
14-პუნქტიანი შეთანხმებაში, რომელიც ცნობილია როგორც ურთიერთგაგების მემორანდუმი (MoU), ნათქვამია, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი, ასევე გამოყოფს 300 მილიარდ დოლარიან ფონდს ქვეყნის "რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის" — თუმცა აშშ-ს ამაში წვლილის შეტანა არ მოეთხოვება.
მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ტექსტი ბევრ კითხვას პასუხგაუცემელს ტოვებს, ცნობილი ზოგიერთი ძირითადი პუნქტი.
შეთანხმების პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ აშშ, ირანი და მათი მოკავშირეები გამოაცხადებენ სამხედრო ოპერაციების "დაუყოვნებლივ" შეწყვეტას ყველა ფრონტზე — ლიბანის ჩათვლით.
დოკუმენტში წერია, რომელიც ჟურნალისტებს აშშ-ს ოფიციალურ პირებთან სატელეფონო საუბრისას სიტყვასიტყვით წაუკითხეს, რომ აშშ და ირანი "პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას" და თავს შეიკავებენ შიდა საქმეებში ჩარევისგან.
დოკუმენტის მესამე პუნქტის თანახმად, აშშ და ირანი იღებენ ვალდებულებას, აწარმოონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებას მაქსიმუმ 60 დღეში( ეს ვადა ორმხრივი თანხმობი შეიძლება გაგრძელდეს). ეს 60-დღიანი ათვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნების ლიდერებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი მემორანდუმს.
დოკუმენტის ხელმოწერისთანავე, აშშ დაიწყებს საზღვაო ბლოკადის და "ნებისმიერი შეფერხების ან დაბრკოლების" მოხსნას, რომელიც ირანის პორტებს დაუწესდა, ნათქვამია მეოთხე პუნქტში. ბლოკადა საბოლოოდ 30 დღის განმავლობაში დასრულდება. ამ დროის განმავლობაში აშშ ირანის პორტებში იმდენ გემს გაატარებს, რამდენსაც ირანი ჰორმუზის სრუტეში.
შეთანხმების მომდევნო ნაწილში წერია, რომ მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, ირანი "გააკეთებს ყველაფერს და გამოიყენებს მაქსიმალურ ძალისხმევას", რათა უზრუნველყოს კომერციული გემების უსაფრთხო გატარება ჰორმუზის სრუტეში — ყოველგვარი საფასურის გარეშე. ეს აშშ-ს მნიშვნელოვანი მიზანი იყო ომის დაწყებისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოძრაობა დაიწყება "დაუყოვნებლივ", ტექნიკური და სამხედრო "დაბრკოლებების" მოხსნისა და განაღმვითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის გათვალისწინებით.
მემორანდუმის მეექვსე პუნქტში ნათქვამია, რომ, ირანის რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, აშშ და რეგიონული პარტნიორები შეიმუშავებენ "საბოლოო, ურთიერთშეთანხმებულ გეგმას", რომლის ღირებულებაც სულ მცირე 300 მილიარდი დოლარი იქნება.
აშშ გააუქმებს ყველა ეკონომიკურ სანქციას ირანის წინააღმდეგ, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და აშშ-ს მიერ ცალმხრივად დაწესებულ სანქციებს. თუმცა, ვადები გაურკვეველია.
ირანი დათანხმდა, რომ არ შეიძენს ან არ მოიპოვებს ბირთვულ იარაღს და ორივე მხარე შეთანხმდა იმ გამდიდრებული ურანის საკითხის მოგვარებაზე, რომელიც თეირანს უკვე აქვს.
შეთანხმების მომდევნო ორი ნაწილი აკონკრეტებს, რომ აშშ და ირანი მანამდე თანხმდებიან მისი ბირთვული პროგრამის "სტატუს-კვოზე", სანამ გამდიდრებული ურანის საკითხი მოგვარდება. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ აშშ არ დააწესებს ახალ სანქციებს. ამავდროულად, იგი გასცემს ნებართვებს ნავთობის, ნავთობპროდუქტების და სხვა დაკავშირებული სერვისების ექსპორტზე, როგორიცაა საბანკო ტრანზაქციები და ტრანსპორტირება.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მემორანდუმის ხელმოწერისთანავე აშშ "ვალდებულებას იღებს, სრულად ხელმისაწვდომი გახადოს გაყინული ან შეზღუდული სახსრები".
-
გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
-
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს 4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
-
ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა
გადახედვა
-
ჯიმ კერი და რონ ჰოვარდი შობის მოსაპარად ისევ ერთიანდებიან — თითქმის 30 წლის შემდეგ გრინჩი ბრუნდება ჯიმ კერი და რონ ჰოვარდი შობის მოსაპარად ისევ ერთიანდებიან — თითქმის 30 წლის შემდეგ გრინჩი ბრუნდება
გადახედვა
-
2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა 2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
გადახედვა
-
კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა
გადახედვა
-
რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს
გადახედვა
-
ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედს" უჩივის ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედს" უჩივის
გადახედვა
-
ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა
გადახედვა
-
"სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" — ComCom "ტვ პირველს" მსგავსი ფრაზების გამოყენებისთვის კვლავ ედავება "სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" — ComCom "ტვ პირველს" მსგავსი ფრაზების გამოყენებისთვის კვლავ ედავება
გადახედვა
-
თეატრი ყუმურში, საკუთარ სახლში — ქეთევან ადეიშვილის ამბავი თეატრი ყუმურში, საკუთარ სახლში — ქეთევან ადეიშვილის ამბავი
-
"აწარმოე საქართველოში" ბაზაზე შექმნილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე იქნება "აწარმოე საქართველოში" ბაზაზე შექმნილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე იქნება
გადახედვა
-
18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება — GWP გაფრთხილებას აქვეყნებს 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება — GWP გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკი: "თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება" ვოლოდიმირ ზელენსკი: "თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება"
გადახედვა
-
გაფრთხილება მოსალოდნელ წყალუხვობასთან დაკავშირებით გაფრთხილება მოსალოდნელ წყალუხვობასთან დაკავშირებით
-
გიორგი ხიშტოვანი: ხელფასების რეალური ზრდა საქართველოში სამ წელიწადში დაახლოებით სამჯერ შემცირდა გიორგი ხიშტოვანი: ხელფასების რეალური ზრდა საქართველოში სამ წელიწადში დაახლოებით სამჯერ შემცირდა
გადახედვა
-
1000 წელი ომის გარეშე? — ისტორია ამერიკის უძველესი ცივილიზაციის აღმავლობასა და დაცემაზე 1000 წელი ომის გარეშე? — ისტორია ამერიკის უძველესი ცივილიზაციის აღმავლობასა და დაცემაზე
გადახედვა
-
მიხაილ შვიდკოი: სტურუას "ვეფხისტყაოსნის" ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე მიხაილ შვიდკოი: სტურუას "ვეფხისტყაოსნის" ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე
გადახედვა
-
გიორგი სოსიაშვილი: ადამიანი ძალით იწევდა ციხეში, წამებულის გვირგვინი რომ დაედგა და გამხდარიყო “ელენე წამებული” გიორგი სოსიაშვილი: ადამიანი ძალით იწევდა ციხეში, წამებულის გვირგვინი რომ დაედგა და გამხდარიყო “ელენე წამებული”
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მცენარე ფოთლით ქვიზი: გამოიცანი მცენარე ფოთლით
-
დონალდ ტუსკი: რუსი მხატვრის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს პასპორტით სარგებლობდა დონალდ ტუსკი: რუსი მხატვრის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს პასპორტით სარგებლობდა
გადახედვა
კომენტარები