მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა
ქართველი MMA მებრძოლი, UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ჯასტინ გეიჯთან ილია თოფურიას მარცხს ვიდეომიმართვაში ეხმაურება და მას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებ. ამავე ვიდეოში დვალიშვილი ამერიკელ ინფლუენსერ ნინა დრამასაც ახსენებს და ამბობს, რომ არ ესიამოვნა ვიდეო, სადაც ნინა დრამა გეიჯის გამარჯვებაზე სიხარულს გამოხატავს.
"რაც შეეხება დანა უაითს, ის არის ბიზნესმენი, UFC-ის პრეზიდენტი რომელიც როგორც UFC-ის ბიზნესს აწყობს ისე იქცევა ხოლმე. მე ბევრ რამეში კი არ ვეთანხმები დანა უაითს, მაგრამ როგორც მას აწყობს, როგორც უფრო მეტ ფულს იშოვის, როგორც უფრო მეტ პოპულარობას მოუტანს UFC-ის ისე იქცევა ხოლმე და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთს ვხოცავთ და წავაგებთ თუ მოვიგებთ, მაგას თავისი შოუ აქვს მაგას აწყობს და მაგას უხარია.
რაც შეეხება ნინა დრამას. ნინა დრამა არის ჩემი მეგობარი, ამერიკელი ინფლუენსერი და შეცდომებს უშვებს როგორც ყველა ადამიანი. არც მე მესიამოვნა ეგ ვიდეო, როდესაც ვნახე, ჯასტინ გეიჯმა რომ გაიმარჯვა, სალტო გააკეთა და გახარებული დარბოდა იქით-აქეთ, ნინა დრამამ "ვაუო", ტაში დაუკრა და გამარჯვებულს მიულოცა. როგორც ქართველისთვის, ჩემთვისაც გულგასატეხი იყო ნინა დრამას რეაქცია და არ მესიამოვნა. მაგრამ ველაპარაკე მას და თავისი ახსნა აქვს. მოკლედ, ნინა დრამაც ჩვეულებრივი ადამიანია.
მე კი იცით, რა გიჟი ვარ. ისიც კი იცით რომ ილია ჩემი ძმაა და ილიაზე ცუდის მთქმელის დედა ვატირე, შევჭამ. ერთი წამით არ დავახამხამებ თვალს, რომ ეგრევე ფიზიკურად ვიმოქმედო. ვენაცვალე ილიას ოჯახს, და ილიას შრომას და ილიას თავდადებას. მალე გამოჯანმრთელება ჩვენ ძმას. მალე ქამარსაც დაიბრუნებს და გამარჯვებების სერიასაც გააგრძელებს", — აცხადებს მერაბ დვალიშვილი თავის ვიდეომიმართვაში.
კიდევ ერთ ვიდეოში მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ილია თოფურიამ ბრძოლა გაყიდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ვინც ფიქრობს, რომ ილია თოფურიამ ბრძოლა გაყიდა, ყველა იმის "შუბა" დავხიე და ვინც ფიქრობს, რომ ვინმემ ილია თოფურია სარდაფში ჩაიყვანა, დაემუქრა, ან ჩხუბის დათმობა უთხრა და ილია თოფურიამ ჩხუბი დათმო ვიღაცის გამო, რაღაცის გამო, ყველა იმის "შუბა" დავხიე და ვინც ფიქრობს, რომ მე შეიძლებოდა ჩემი ბოლო ბრძოლა გამეყიდა, ან მომავალში გავყიდი, ყველა იმის "შუბა" გავხიე", — ამბობს მერაბ დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა UFC-ს ისტორიული Freedom 250 საბრძოლო სერიას უმასპინძლა. ოქტაგონზე, მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში, ამერიკელმა ჯასტინ გეიჯმა ქართველი ილია თოფურია დაამარცხა.
ორთაბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა, მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიამ ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები