პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
436 ხმით 145-ის წინააღმდეგ – ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია და ანგარიში მიიღო. რეზოლუციის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეა.
ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ რეზოლუცია სრულ სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც დემოკრატიული უკუქცევის ფონზე აგრძელებენ ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის. თუმცა, ანგარიში ინარჩუნებს პარლამენტის წინა პოზიციას საქართველოს პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარებასთან დაკავშირებით.
"საქართველოში დემოკრატიული უკუქცევის სერიოზული გაგრძელების გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები სინანულს გამოთქვამენ, რომ მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ნეგატიური ტენდენციების შესაჩერებლად. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობით მკაცრად უნდა იყოს შესამჩნევი დემოკრატიული უკუსვლის, შეზღუდვებისა და ევროკავშირის საწინააღმდეგო რუსული სტილის დეზინფორმაციის კურსის შესაჩერებლად ხელშესახები და ნაბიჯების გადადგმა", — წერს ევროკომისია.
რეზოლუციის მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს თქმით, უნდა გადავიდეთ კოორდინირებულ, ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დაწესებაზე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებსა და სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაზე.
"ქართული ოცნების რეჟიმი აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების დაშლას, დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მეტი პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის, დაკავებას. ეს მიუღებელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ კოორდინირებული ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დაწესებაზე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებსა და სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაზე", — განაცხადა მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ.
ამასთან ერთად, "რეზოლუცია მკაცრად გმობს ქართული ოცნების მოკავშირე მედია საშუალებების, მათ შორის "იმედის", "პოსტვ"-სა და "რუსთავი 2"-ის როლს ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების, კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატების წინააღმდეგ სისტემატური დეზინფორმაციის, ცილისმწამებლური კამპანიებისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში;
აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებას "იმედის" და "პოსტვ"-ს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ ასეთი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიჰყვნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდველი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმის ფარგლებში. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანონ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრები", — წერია რეზოლუციაში.
როგორც იურისტი და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე წერს, 20-გვერდიან რეზოლუციაში "მოთხოვნილია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი რეჟიმის წარმომადგენლების სანქცირება და არჩევნებისთვის საჭირო პირობების შექმნა".
"რამდენიმე წუთის წინ ევროპარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი და ძალიან კრიტიკული რეზოლუცია და ანგარიში საქართველოზე. 20-გვერდიან რეზოლუციაში დაგმობილია ყველა ადამიანის უფლების დარღვევა, პოლიტიკური დევნები და პარტიების აკრძალვები, ყველა დრაკონული "ზაკონი", ჭიათურის ეკოლოგიური პრობლემები, ქოლცენტრები, ირანის და ჩინეთის გავლენები და უამრავი სხვა რამ.
ევროპარლამენტი არის ის ორგანო, რომელმაც ახალი წევრების მიღებას უნდა დაუჭიროს მხარი, შესაბამისად, კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიზნებისთვის ის უმნიშვნელოვანესია.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოთხოვნილია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი რეჟიმის წარმომადგენლების სანქცირება, არჩევნებისთვის საჭირო პირობების შექმნა; ასევე ისინი არ აღიარებენ ქართული ოცნების მთავრობას და de facto-ს უწოდებენ ყველგან.
რეზოლუციაში მოწოდებაა საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი დავის წარმოების თაობაზე.
რაც ჩემთვის ძალიან გულსატკენი იყო, პირველად ისტორიაში მოწოდება არის სახალხო დამცველისადმი, რომ თავისი მანდატის განხორციელება გააძლიეროს, შეწყვიტოს შერჩევითი მიდგომები; და მიმართოს ხოლმე ეუთო/ოდირს რეპრესიული კანონების თაობაზე დასკვნების მისაღებად", — წერს იურისტი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა (AFET) საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში მაისში დაამტკიცა.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები