ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე, მათ შორის "გამჭვირვალობის კანონზე" სასაუბროდ
სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს რომ შედგა შეხვედრები ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, კომიტეტის წევრებთან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ქართულმა მხარემ სთხოვა ლუქსემბურგს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში "ლუქსემბურგის მხარეს სთხოვეს მხარდაჭერა, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს და მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, "მათ შორის "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით, რომელიც იყო კიდევაც ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების".
"ახლახანს დასრულდა ჩვენი შეხვედრა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, კომიტეტის წევრებთან. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმ საკითხებზე, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე უსაფრთხოების ვითარებას ჩვენს რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და ასევე ეკონომიკურ პროგრესს. ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებს ჰქონდათ კითხვები სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით და ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ მათ იმაზე, თუ რა ხდება როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში, თუ რა როლს თამაშობს საქართველო მშვიდობის დამყარების პროცესში სამხრეთ კავკასიაში, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ასევე ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წევრი დაესწრო ამ შეხვედრას. მოგეხსენებათ, ლუქსემბურგის პარლამენტი შედარებით მცირერიცხოვანია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 10-ზე მეტი წევრი იყო ამ შეხვედრაზე და ესეც კარგად აჩვენებს იმ ინტერესს, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს.
ასევე ჩვენ გვქონდა დღეს შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენი, ასე ვთქვათ, ვიზიტის ფარგლებში და აქაც ჩვენ ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს მხარდაჭერა, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად, მზად ვართ ასევე კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო კიდევაც ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ "გამჭვირვალობის კანონს". ამ მხრივაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ ლუქსემბურგი, როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები, რა თქმა უნდა მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას.
რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, აქ ჩვენ პრობლემები ერთმანეთთან არ გვაქვს, პირიქით, პოლიტიკური ურთიერთობები ვითარდება, ეკონომიკური ურთიერთობებიც ვითარდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში იმას გვიზამენ, ლუქსემბურგის დელეგაციას საქართველოში, ასევე ჩვენი ვიზიტის ფარგლებში დადასტურდა, რომ შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა ლუქსემბურგს", — აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე ვიდეოჩანაწერში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები