რუსებმა კიევში დოვჟენკოს კინოსტუდია დაბომბეს, სადაც 100 000 უნიკალური კოსტიუმი ინახებოდა
ფოტო: Meduza
15 ივნისს, დილას რუსეთმა კიევს კვლავ შეუტია. დარტყმა ქალაქის თითქმის ყველა რაიონს მიადგა, კიევ-პეჩერის ლავრაში მიძინების ტაძრის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გაჩნდა დოვჟენკოს სახელობის ეროვნულ კინოსტუდიაშიც, რამაც უკრაინის უძველესი კოსტიუმების კოლექცია გაანადგურა.
როგორც უკრაინის კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ჰუმანიტარული პოლიტიკის საკითხებში, ტეტიანა ბერეჟნამ დაწერა, კინოსტუდიაში დაახლოებით 100 000 კოსტიუმი და 3 მილიონი სხვადასხვა სამოსი ინახებოდა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა კინოსტუდიის სხვა შენობა ნაგებობებიც.
- ანდრეი სიბიჰა: კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში
- რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბა — დაიღუპა 4 ადამიანი, 30 დაშავდა
დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის განადგურებული კოსტიუმების სახელოსნო
ფოტო: დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის ფეისბუქ-გვერდი
კინოპროდიუსერი ალექსანდრ როდნიანსკი გამოცემა Mediza-ს უყვება, რომ დოვჟენკოს კინოსტუდიას იგივე მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის, რაც იტალიისთვის "ჩინეჩიტას".
"ეს სტუდია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფართომასშტაბიანი საწარმოო ობიექტი — ის მე-20 საუკუნის უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული სიმბოლოა. კიევისა და მთლიანად უკრაინისთვის მისი მნიშვნელობა რომის ლეგენდარული "ჩინეჩიტას" (Cinecittà) ტოლფასია.
1928 წელს დაარსებული კიევის სტუდია საბჭოთა ეპოქის კლასიკური უკრაინული ფილმების უმეტესობის დაბადების ადგილი იყო. დოვჟენკოს "მიწამ" (1930), მარკ დონსკოის "ცისარტყელამ" (1943) და "უძლეველებმა" (1945), იგორ სავჩენკოს "ბოგდან ხმელნიცკიმ" (1941), ვლადიმერ ბრაუნის "მაქსიმკამ" (1953) და "მეზღვაურმა ჩიჟიკმა" (1955) სტუდიას 1930-იან, 40-იან და 50-იან წლებში გაუთქვა სახელი.
ერთი ათწლეულის შემდეგ, 1960-იან და 70-იან წლებში, სტუდია ევროპული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და გამორჩეული მოძრაობის ცენტრად იქცა. რასაც მოგვიანებით "უკრაინული პოეტური კინო" ეწოდა.
მისი შემქმნელები ცდილობდნენ თავი დაეღწიათ საბჭოთა რეალიზმის კანონებისთვის, სადაც სიუჟეტი, პერსონაჟები და სოციალური კონფლიქტი მართავდა ყველაფერს. ამის ნაცვლად, ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ სახეებსა და მეტაფორებზე, ეროვნულ ფოლკლორსა და მითოლოგიაზე, ხალხურ რიტუალებზე, მეხსიერებასა და ისტორიაზე. მათი ფილმები უფრო პოეზიას ჰგავდა, ვიდრე რომანს — უფრო ლექსს ან სიზმარს.
ამ პერიოდის ყველაზე ცნობილი ფილმები იყო სერგო ფარაჯანოვის "დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები" (1964), იური ილიენკოს "ივან კუპალას ღამე" (1968), ლეონიდ ოსიკას "ქვის ჯვარი" (1968) და ბორის ივჩენკოს "დაკარგული სიგელი" (1972).
საბჭოთა კულტურის ჩინოვნიკებს უკრაინული "პოეტური კინო" არ მოსწონდათ. ის შეუთავსებელი იყო სახელმწიფო კულტურულ პოლიტიკასთან — ზედმეტად "ეროვნული", ზედმეტად უკრაინული, ზედმეტად გაუგებარი მასობრივი აუდიტორიისთვის.
ცენზორები ამახინჯებდნენ ფილმებს, თაროზე შემოდებდნენ და ათწლეულების განმავლობაში არ უშვებდნენ ეკრანებზე. რეჟისორებს ზღუდავდნენ. "დაკარგული სიგელი", მაგალითად, წლების განმავლობაში იდო თაროზე. მახსოვს, ინსტიტუტში როგორ გვაჩვენეს ეს ფილმი ფარულად, ყველა შესაძლო სიფრთხილის ზომის დაცვით.
მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ "პოეტური კინოს" შემქმნელები სამოციანელთა ფართო უკრაინულ კულტურულ წრესთან იყვნენ დაკავშირებულნი. 1965-1972 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინელი ინტელექტუალების დაპატიმრებები დაიწყო, ხელისუფლებამ მრავალი კულტურული პროექტის შეფასება პოლიტიკური ლოიალობის პრიზმაში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ "პოეტური კინოს" ფილმები იშვიათად იყო პოლიტიკური პირდაპირი გაგებით, ისინი უკავშირდებოდა უკრაინული კულტურული ცნობიერების აღზევებას. ასე დასრულდა "უკრაინული პოეტური კინოს" ეპოქა — მოძრაობისა, რომელსაც მრავალი ევროპელი კრიტიკოსი იტალიურ ნეორეალიზმისა და " "ახალი ფრანგული ტალღის" გვერდით აყენებს.
...თავდასხმამ სრულად გაანადგურა კოსტიუმების სახელოსნო და უკრაინის ყველაზე დიდი, უძველესი კოსტიუმების კოლექცია, ჩაამსხვრია ადმინისტრაციული შენობების ფანჯრები და დააზიანა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხმოვანი პავილიონი", — წერს ალექსანდრ როდნიანსკი.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები