სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავა
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინეს, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტი "სარფის" გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა.

ამავე ინფორმაციით, დანარჩენმა ორმა პირმა საზღვარი იმ პერიოდში გადმოკვეთა, როდესაც მათზე საერთაშორისო ძებნა ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ამ ეტაპზე დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.