მარტა კოსის თქმით, EU-ს ახალ წევრებს 15 წლით ვეტოს უფლება არ ექნებათ
ევროკავშირის ახალი წევრები, გაწევრიანების ხელშეკრულებებში გათვალისწინებული ახალი "დამცავი" პუნქტების საფუძველზე, 15 წელზე მეტი ხნით ეროვნული ვეტოს უფლებას დაკარგავენ. ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა. ინფორმაციას EURACTIV ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვტილება განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან უკრაინა და მოლდოვა ოფიციალურად იწყებენ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს.
EURACTIV წერს, რომ ორივე ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი "კლასტერის" გახსნის გადაწყვეტილების შემდეგ, კოსმა, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა საფრანგეთის, გერმანიისა და სხვების მიერ ლობირებულ წინადადებებს, რომლებიც ახალ წევრებს ბიუჯეტის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე კენჭისყრაში მონაწილეობას უზღუდავს.
უკრაინასა და მოლდოვასთან ოფიციალური მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღეს, როდესაც ეროვნული მთავრობების მზარდი რაოდენობა დამცავი ზომების შემოღებას ითხოვს იმ შემთხვევისთვის, თუ ახალი წევრი ქვეყნები უკან წაიღებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ან პრესის თავისუფლების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს.
"ეს იქნება გაწევრიანების ხელშეკრულებების ახალი თაობა იმ გაგებით, რომ ჩვენ გვექნება ახალი დამცავი მექანიზმები", — განაცხადა კოსმა.
მან დასძინა, რომ ამ ახალი საგამოცდო ვადების მიზანი იქნება "იმის უზრუნველყოფა, რომ როგორც კი ახალ წევრებს მივიღებთ, მათ გაწევრიანებიდან 5, 10 ან 15 წლის შემდეგაც მკაცრად დაიცვან ევროპული წესები".
შეგახსენებთ, გასულ კვირას საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ლუქსემბურგმა ახალი პუნქტების შემოღება მოითხოვეს, რათა ევროკავშირის მომავალმა წევრებმა ვერ შეძლონ "ძირი გამოუთხარონ ევროკავშირის მოქმედების უნარს".
კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი პუნქტების მიუხედავად, ნებისმიერი კანდიდატისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არ ნიშნავს უმცროსი ან ასოცირებული წევრის სტატუსის მიღებას.
"სრული წევრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წევრი ქვეყნები შეასრულებენ ყველა მოთხოვნას; არ არსებობს ნახევარი წევრობა ან მეოთხედი წევრობა. არსებობს მხოლოდ სრული წევრობა", — განაცხადა მან.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები