როცა ხელოვნება რეალობად იქცევა — 2026 წლის 9 ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო
ფოტო: Reuters / Gabriel von Max
ექსპერტებმა 2026 წლის ყველაზე თვალშისაცემი ფოტოები შეაფასეს და მათსა და ხელოვნების ისტორიის შედევრებს შორის პარალელები გაავლეს.
აი, ის 9 ფოტო, რომლებმაც წელს მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო:
1. ნიკოლას მადუროსა და სილია ფლორესის დაკავება
ფოტო: Getty Images
ფოტო: Charles Eastlake
2026 წლის იანვრის დასაწყისში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი დააკავეს. ფოტოზე ისინი შეიარაღებულ აგენტებთან ერთად ხელბორკილებით, წელში მოხრილნი არიან აღბეჭდილნი.
ძლიერი ლიდერების ასეთი მოულოდნელი დამხობა და ძალაუფლების დაკარგვა ექსპერტებმა ვიქტორიანული ეპოქის მხატვრის, ჩარლზ ისტლეიკის, ნამუშევარს შეადარეს, რომელმაც ნაპოლეონი ტყვეობისას აღბეჭდა.
2. ბაგარუმბას მოცეკვავეები
ფოტო: Alamy
ფოტო: Piet Mondrian
იანვარში, ინდოეთის ქალაქ გუვაჰატიში, ბოდოს საზოგადოების წევრებმა ტრადიციული "პეპლების ცეკვით" გინესის რეკორდის დამყარება სცადეს. სტადიონზე ზემოდან გადაღებულმა ფოტომ მოცეკვავეთა სხეულები ფერად, უწყვეტ გეომეტრიულ მოზაიკად აქცია. რიტმული მოძრაობის გეომეტრიასთან შერწყმამ, ზუსტად გაიმეორა მხატვარ პიტ მონდრიანის ცნობილი აბსტრაქტული ნამუშევარი Victory Boogie Woogie.
3. უკრაინული დრონი
ფოტო: Reuters
ფოტო: Francisco De Goya
უკრაინის ფრონტის ხაზთან იანვარში გადაღებულ ფოტოზე, ჯარისკაცი ჰაერიდან სათვალთვალო დრონს იჭერს. ქვემოდან გადაღებულ კადრში მასშტაბის აღსაქმელად სხვა საგანი არ ჩანს — მებრძოლი გოლიათს ჰგავს, რომელიც ნამდვილ თვითმფრინავს შუა ფრენისას იტაცებს. ეს გიგანტური ფიგურა ფრანსისკო გოიას ცნობილ ნახატ The Colossus-ს ჰგავს.
4. ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავება
ფოტო: Reuters
ფოტო: Sir Charles Bell
კადრი, რომელშიც დაკავებული ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი პოლიციის განყოფილებიდან მანქანით მიჰყავთ, სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა. ყოფილი პრინცის სახეზე აღბეჭდილი შოკი სერ ჩარლზ ბელის 1806 წლის ცნობილი წიგნის — The Anatomy of Expression in Painting — ერთ-ერთ ჩანახატს შეადარეს.
5. პანჩი — მარტოსული მაიმუნი
ფოტო: Reuters
ფოტო: Gabriel von Max
თებერვალში, იაპონიის ქალაქ იჩიკავას ზოოპარკში გადაღებული ფოტო წლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური კადრი გახდა. ფოტოზე პატარა იაპონელი მაკაკა, სახელად პანჩია აღბეჭდილი, რომელიც მის გვერდით მჯდომ სათამაშო ორანგუტანგს დიდი სიყვარულით შესცქერის. პანჩის სევდიანი და უპასუხო მზერა მე-19 საუკუნის ბოლოს მოღვაწე გერმანელი მხატვრისა და პრიმატოლოგის, გაბრიელ ფონ მაქსის ცნობილ ნახატ Monkey Before Skeleton-ს ჰგავს.
6. კატა სირიაში
ფოტო: Reuters
ფოტო: Gerrit Dou
2026 წლის ამ ფოტოსურათში მატრასებითა და ბალიშებით დატვირთული მანქანის ვარდისფერი მინიდან კატა რაღაცას გაოცებული შეჰყურებს. ტვირთი იმ ქურთი ლტოლვილების ნივთებია, რომლებიც სირიის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, მშობლიურ სახლებში ბრუნდებიან. დევნილობასა და სახლში დაბრუნებას შორის გაჩერებული კატა თავისი უძრაობით ექსპერტებმა მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი ოსტატის, ჟერარ დუს ცნობილ ნახატ Cat on a Ledge-ს მიამსგავსეს.
7. აფროსნების კადრი სიდნეიში
ფოტო: Getty Images
ფოტო: Nikolay Dubovskoy
აპრილში, სიდნეის ნავსადგურში გადაღებულ კადრში იახტა პირდაპირ ცისარტყელას მკვეთრ, ფერად ზოლში შედის. მეზღვაურების ცისარტყელას თითქმის ხელშესახებ ფერებთან მიახლოება ძალიან ჰგავს 1892 წელს რეალისტი მხატვრის, ნიკოლაი დუბოვსკოის მიერ დახატულ ტილოს.
8. დედამიწის ჩასვლა
ფოტო: Nasa
ფოტო: Hieronymus Bosch
შემდეგი 6 აპრილს, ხომალდ Artemis II-დან ნასას ასტრონავტ ქრისტინა კოხის მიერ გადაღებული ფოტოა, რომელშიც ფერადი დედამიწა მთვარის უსიცოცხლო, ნაცრისფერი ზედაპირის მიღმა ნელ-ნელა ჩადის. კოსმოსის ცივ და ბნელ სიცარიელეში მარტოდ დარჩენილი პლანეტა სწორედ ისეთი დაუცველი ჩანს, როგორიც იერონიმუს ბოსხის გენიალურ ტილოზე — Garden of Earthly Delights.
9. საფეხბურთო მოედანი ღაზაში
ფოტო: Reuters
ფოტო: LinkedIn
ღაზაში გადაღებულმა სატელიტურმა ფოტომ, რომელშიც ისრაელთან ორწლიანი კონფლიქტის შედეგად განადგურებულ ნანგრევებს შორის მწვანე საფეხბურთო მოედანი ჩანს, მსოფლიო გააოცა. კონტრასტი მოედნის იდეალურ გეომეტრიასა და მის მიღმა არსებულ მწარე რეალობას შორის, ექსპერტების აზრით, ძალიან ჰგავს ძველ სპარსულ სტილს, რომელსაც Chahar Bagh-ს (ოთხ ბაღს) უწოდებდნენ.
-
ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მომაკვდავ ვარსკვლავში შეიძლება "მინი სამყარო" წარმოიქმნას ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მომაკვდავ ვარსკვლავში შეიძლება "მინი სამყარო" წარმოიქმნას
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და საქართველო და სერბეთი მზად იქნებიან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისთვის ირაკლი კობახიძე: რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და საქართველო და სერბეთი მზად იქნებიან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისთვის
გადახედვა
-
სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავა სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავა
გადახედვა
-
რა მიზნით იმყოფებოდა პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი 14 და 15 ივნისს თბილისში? რა მიზნით იმყოფებოდა პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი 14 და 15 ივნისს თბილისში?
გადახედვა
-
როცა ხელოვნება რეალობად იქცევა — 2026 წლის 9 ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო როცა ხელოვნება რეალობად იქცევა — 2026 წლის 9 ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო
გადახედვა
-
"არ გაგონილა ფასდაკლების მისაღწევად არც მილიონერების კომისია, არც ახალი საიტის შექმნა" — ზურაბიშვილი 53 ათასლარიან ვებპლატფორმაზე "არ გაგონილა ფასდაკლების მისაღწევად არც მილიონერების კომისია, არც ახალი საიტის შექმნა" — ზურაბიშვილი 53 ათასლარიან ვებპლატფორმაზე
გადახედვა
-
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში — გაეცანი სრულად დაფინანსებულ ბიზნესკურსს როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში — გაეცანი სრულად დაფინანსებულ ბიზნესკურსს
-
სალომე ზურაბიშვილს Freedom House-მა ვაშინგტონში მარკ პალმერის ჯილდო გადასცა სალომე ზურაბიშვილს Freedom House-მა ვაშინგტონში მარკ პალმერის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
მარიამ ბეროძის გზა მოგზაურობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი მარიამ ბეროძის გზა მოგზაურობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი
-
14-დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს 14-დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
PHR: სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებას პაციენტის უფლებების დარღვევისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა PHR: სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებას პაციენტის უფლებების დარღვევისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
"იწყება საფუძვლის მზადება EU-ში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად" — სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე "იწყება საფუძვლის მზადება EU-ში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად" — სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე
გადახედვა
-
ჩუბინაშვილის ცენტრი: მთლიანად განადგურებულია VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა ზღუდერის ეკლესია ჩუბინაშვილის ცენტრი: მთლიანად განადგურებულია VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა ზღუდერის ეკლესია
გადახედვა
-
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია — ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ საქართველოს AI ნაკრები ცნობილია — ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
-
ტრამპის აცხადებს, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს ტრამპის აცხადებს, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს
გადახედვა
-
EU-მ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა EU-მ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა
გადახედვა
-
მარტა კოსის თქმით, EU-ს ახალ წევრებს 15წლით ვეტოს უფლება არ ექნებათ მარტა კოსის თქმით, EU-ს ახალ წევრებს 15წლით ვეტოს უფლება არ ექნებათ
გადახედვა
-
ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ავტორიტარული პრაქტიკის დასასრულებლად Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ავტორიტარული პრაქტიკის დასასრულებლად
გადახედვა
-
ახალი შეზღუდვები რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასა და ენერგეტიკაზე — EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა ახალი შეზღუდვები რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასა და ენერგეტიკაზე — EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
ბრიტანეთის მიერ დაკავებულ "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერზე საქართველოს 3 მოქალაქე იმყოფება ბრიტანეთის მიერ დაკავებულ "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერზე საქართველოს 3 მოქალაქე იმყოფება
გადახედვა
კომენტარები