გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი — ელისო კილაძე "საქმის შეკერვაზე" საუბრობს
"მე გავხდი კონკრეტული თანამდებობის პირის, მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი" — ამის შესახებ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულმა ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
დაკავებული ჟურნალისტის მტკიცებით, მას მმართველი გუნდის სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ კომპრომატების გავრცელებას სთავაზობდნენ, რაზე დათანხმების შემთხვევაშიც პრობლემები არ შეექმნებოდა. კილაძე აცხადებს, რომ საქმეში არსებული ყველა მოწმე მიკერძოებულია.
"ამ საქმის ანატომია, სქემა ეწყობა ისე, რომ მე გავხდი კონკრეტული თანამდებობის პირის, მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი. როდესაც მამუკა მდინარაძე სუს-ში მივიდა, მაშინვე დაიწყო ამ საქმის შეკერვა. ამას ჰქონდა მთელი რიგი წინაპირობა. რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას, ჩვენთვის პირველივე დღიდან იყო ცნობილი მოწმეების ვინაობა. არცერთი ფაქტი ჩვენი ოჯახის წევრებიდან არ ყოფილა არცერთ მოწმეზე რაიმე ფორმატით ზემოქმედების.
[...] ერთი ადამიანი, იყო შუამავალი მდინარაძის ჩემთან და მთავაზობდა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების გაშავებას გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. ამ სასამართლოს ველოდები, რომ ეს განცხადება გამეკეთებინა: კახა კალაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური და უჩა მამაცაშვილი, ამ ადამიანების "გაშავებას" რომ დავთანხმებოდი გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მე პრობლემები არ შემექმნებოდა.
ამ საქმეში არ არის არცერთი ნეიტრალური მოწმე. ყველა მოწმე არის დაკავშირებული მამუკა მდინარაძესთან. მივიდა თუ არა სუს- ში მაშინვე დაიწყო ამ საქმის შეკერვა. იმდენი ლაფსუსი გაეპარა და ისე ჩაყარეს ჩვენებები, არც კი უფიქრიათ, რომ შედეგობრივი კავშირი ყოფილიყო", — განაცხადა ელისო კილაძემ (მის სიტყვას IPN ავრცელებს).
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში IPN-ს უთხრეს, რომ "ასეთ მდაბიო "ფეიკ" განცხადებაზე საპასუხო კომენტარი არ იქნება".
შეგახსენებთ, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ამავე საქმეზეა დაკავებული "ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც.
"ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინება ჯგუფის სხვა წევრებს: გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას", — აცხადებს პროკურატურა.
ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს
- ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ ჟურნალისტ ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს
- ელისო კილაძე: "ჩემს მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც, ჩემი დაკავებით"
- ოთარ ფარცხალაძეს და ელისო კილაძეს თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე წარუდგინეს ბრალი
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები