საია: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს შეკრების თავისუფლების კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმისკენ მოუწოდებს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მიერ "მაქარაშვილის ჯგუფის" საქმეების აღსრულების პროგრესი შეაფასა და ხელისუფლებას შეკრების თავისუფლების შემზღუდავი კანონმდებლობისა და პრაქტიკის საფუძვლიანი გადახედვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს.
საიას ინფორმაციით, კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და პრაქტიკული გარემოს გამო, რომელიც, მათი შეფასებით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე "მსუსხავ ეფექტს" ახდენს.
"კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მოქმედი იმ კანონმდებლობისა და პრაქტიკის გამო, რომელიც შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე მსუსხავ ეფექტს ახდენს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მინისტრთა კომიტეტმა ხელისუფლებას მოუწოდა, საფუძვლიანად გადახედოს შეკრების თავისუფლების შემზღუდავ კანონმდებლობასა და პრაქტიკას და ევროპული კონვენციის სტანდარტებს შეუსაბამოს," — წერია განცხადებაში.
საიას ცნობით, მინისტრთა კომიტეტმა ასევე ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების როლს და სახელმწიფოს შესაბამისი გარემოს შექმნისკენ მოუწოდა.
"მინისტრთა კომიტეტმა ასევე ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების როლს კონვენციასთან შესაბამისობის მონიტორინგში და სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყოს სრულად ხელსაყრელი გარემო იმ ორგანიზაციების ეფექტიანი საქმიანობისთვის, რომლებიც შეკრების თავისუფლების მონიტორინგს ახორციელებენ და პროტესტის მონაწილეებს იურიდიულ დახმარებას უწევენ," — წერს საია.
ორგანიზაციის შეფასებით, კომიტეტის გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის გამკაცრებასა და მისი გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს. საია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ წარუდგენია ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც სამართალდამცავი და სასამართლო პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გადაიდგა.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ 2025 წელს შეკრების თავისუფლების კონტექსტში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა.
"მეტიც, 2025 წელს შეკრების თავისუფლების კონტექსტში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქციები კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო ალტერნატიული სანქციების გამოყენების შესაძლებლობა შეიზღუდა," — აღნიშნავს ორგანიზაცია.
საია ასევე მიუთითებს, რომ სახელმწიფომ მინისტრთა კომიტეტს საქმეების აღსრულების ანგარიშში განუცხადა, თითქოს მაქარაშვილის ჯგუფში გაერთიანებული საქმეები სისტემურ პრობლემებს არ ასახავდა და მხოლოდ იზოლირებულ დარღვევებს შეეხებოდა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლებას არ წარმოუდგენია კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გაუმჯობესებას დაადასტურებდა.
საიასა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მინისტრთა კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024-2025 წლებში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუარესა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტები.
"2024-2025 წლებში მმართველი პარტიის მიერ არადემოკრატიული და დაჩქარებული წესით მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით სარგებლობის პრაქტიკული კრიმინალიზება მოახდინა," — წერია განცხადებაში.
საიას განცხადებით, მინისტრთა კომიტეტის მიერ მაქარაშვილის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროგრესის მომდევნო განხილვა 2027 წლის ივნისში გაიმართება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გააგრძელებს საქართველოში სამოქალაქო უფლებების მდგომარეობის მონიტორინგსა და საერთაშორისო ადვოკატირებას შეკრების თავისუფლების სტანდარტების გაუმჯობესებისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
კომენტარები