სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას — ომბუდსმენი პოლიციელების ძალადობაზე
საქართველოს სახალხო დამცველი 2026 წლის 13 ივნისს TV პირველის გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც პოლიციელები მოქალაქეებზე ინფორმაციის მიღების მიზნით ძალადობენ. ლევან იოსელიანი "გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს".
"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე და გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
ამასთან, გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველს სურს, საზოგადოებას მიაწოდოს მოკლე ინფორმაცია 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშში პოლიციის მხრიდან მოპყრობის კუთხით ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომელიც სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეფუძნება. 2025 წელს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 79 მონიტორინგის ვიზიტი განახორციელა პოლიციის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, ასევე ადვოკატებს, მოიპოვა და გააანალიზა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი მონაცემები", — აღნიშნულია განცხადებაში.
ომბუდსმენის განცხადებით, მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ დაკავებულთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ფიქსირდება როგორც უშუალოდ დაკავების პროცესში, ისე პოლიციის შენობებსა თუ ტრანსპორტში. ამასთან, საგანგაშოა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც იზოლატორებში მოთავსებულ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა თითქმის ნახევარს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება:
"მონიტორინგის შედეგად, სპეციალური პრევენციული ჯგუფი ყოველწლიურად იღებს ინფორმაციას პოლიციის მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის შესახებ, როგორც დაკავებისას, ისე დაკავების შემდეგ, პოლიციის მანქანაში და ადმინისტრაციულ შენობებში. შენარჩუნებულია ასევე ტენდენცია, როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორებში წარმოებულ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა დაახლოებით ნახევარი უთითებს, რომ დაზიანება მიიღო უშუალოდ დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ", — წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც არასათანადო მოპყრობის პრევენციასა და სამართალდამცავთა ქმედებების კონტროლს ისახავდა მიზნად, კვლავ შეუსრულებელი რჩება. უწყება პირდაპირ მიუთითებს პოლიციის მანქანებსა და შენობებში ვიდეოკონტროლის არარსებობაზე.
"სახალხო დამცველი კვლავ იმეორებს, რომ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია შეუძლებელია დაუსჯელობასთან ბრძოლისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ეფექტიანი გარანტიების გარეშე. სამწუხაროდ, ამ კუთხით გაცემული რეკომენდაციები წლების განმავლობაში შეუსრულებელია.
პატრულ ინსპექტორებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება კვლავ არ აქვთ. ასევე არ არსებობს პოლიციის ავტომანქანებში დაკავებულთა ყოფნის ვიდეოგადაღებისა და გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერის ვალდებულება. პოლიციის სამმართველოებსა და დეპარტამენტებში კამერების რაოდენობა არსებითად არ გაზრდილა, ხოლო ცალკეულ სამმართველოებში კამერები საერთოდ არ არის განთავსებული", — წერია ომბუდცენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანგარიშის მიხედვით, სისტემაში კვლავ პრობლემად რჩება მოქალაქეების უკანონო, ფორმალური პროცედურების გარეშე დაკავება, ასევე მათი უფლებების დარღვევა ადვოკატთან ხელმისაწვდომობისა და ძალის გამოყენების დოკუმენტირების კუთხით. განცხადების დასასრულს სახალხო დამცველი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"2025 წელსაც გამოვლინდა ფორმალური პროცედურების გარეშე, პირების ფაქტობრივად დაკავების უკანონო პრაქტიკა. გარდა ამისა, ანგარიშში აღწერილია დაკავებულების უფლებებზე ინფორმირების და ადვოკატის ხელმისაწვდომობის პრობლემები, ასევე დოკუმენტაციის წარმოების, მათ შორის, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების დოკუმენტირების ხარვეზები.
სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები", — აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 13 ივნისს, "ტვ პირველის" "შაბათის ეთერში" გავრცელდა ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც პოლიციელები მოქალაქეებზე ინფორმაციის მიღების მიზნით ძალადობენ. როგორც ირკვევა, სამართალდამცავები არაადამიანური მოპყრობის კადრებს მობილური ტელეფონებით თავად იღებდნენ და შიდა, საერთო ჩათში აგზავნიდნენ. "ტვ პირველი" წერს, რომ ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია მინიმუმ სამი დაზარალებული.
მათივე ცნობით, 32 ვიდეოფაილი პოლიციელების შიდა მიმოწერის ჩატიდან 32 წლის გიორგი კვიცარაძემ გადმოწერა, რომელიც ამჟამად ნარკოტიკების რეალიზების მუხლითაა დაკავებული (დედამისი შვილის დაკავებას სწორედ ამ კადრების გაჟონვას უკავშირებს).
ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ, განცხადება გაავრცელა შსს-მ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. სამივე მათგანი 2026 წლის 23 თებერვალს ბრალდებულის სახით დააკავეს.
"ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.
საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.
აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად", — წერია შსს-ს განცხადებაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები