ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
"სპეციფიკური მიზეზები აქვს ჩინეთს და ამაში მე არ მინდა შევიდე, იმიტომ რომ ეს არის ჩინეთის მიზეზები და ამ მიზეზებსაც პატივს ვცემთ", — ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვას — რატომ არ დაუჭირა მხარი ჩინეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას. მისი თქმით, ამავე რეზოლუციას არ დაუჭირა მხარი არც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა ქვეყანამ, ისრაელმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ამ რეზოლუციისთვის მხარის არ დაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, კობახიძემ უპასუხა, რომ ისრაელი, ისევე როგორც ჩინეთი აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
"მეგობარი სახელმწიფოა ისრაელი, რომელმაც ასევე არ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას, მაგრამ ისრაელიც მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები. უკვე მრავალი წელია, სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ, მუდმივად ვითარდება ეს ურთიერთობები. ამიტომ არასწორი მაგალითი მოიყვანეთ", — მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს და განაგრძო —"სპეციფიკური მიზეზები აქვს ჩინეთს და ამაში მე არ მინდა შევიდე, იმიტომ რომ ეს არის ჩინეთის მიზეზები და ამ მიზეზებსაც პატივს ვცემთ. რაც შეეხება ჩვენს მთავარ საკითხს, საკვანძო საკითხს, ჩინეთი მყარად უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს მხარს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ჩვენ მხარს ვუჭერთ "ერთი ჩინეთის" პრინციპს. ეს არის ურყევი მხარდაჭერა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. არამარტო ვგრძნობთ, არამედ საქმითაც ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში. ანალოგიურად ისრაელიც მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სხვა ქვეყნებიც არის ასეთი, ვისთანაც ვმეგობრობთ, მაგრამ მხარს ვერ უჭერენ საკუთარი სუბიექტური მიზეზების გამო ასეთ რეზოლუციას.
ჟურნალისტის კითხვაზე — საქმით სად გამოხატა ჩინეთმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, კობახიძემ უპასუხა, რომ მისი "ლოგიკა სრულიად მცდარია".
"მაგალითი მოგიყვანეთ. ეს მაგალითი უკვე ფაქტით ადასტურებს იმას, რომ თქვენი ლოგიკა არის სრულიად მცდარი. ამ რეზოლუციის მხარდაჭერასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შორის არავითარი კავშირი არ არის. ეს დაადასტურა ისრაელმა. ...თქვენ თქვით, რომ რადგან ჩინეთი მხარს არ უჭერს რეზოლუციას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი არ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ხომ თქვენ თქვით? ვერ გებულობთ, უკაცრავად. სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გმობს ოკუპაციას. იგივე ისრაელის შემთხვევაშიც. ნახეთ, მე მარტივი ლოგიკით დაგიმტკიცეთ, რომ თქვენი განცხადება იყო არასწორი. მარტივი ლოგიკით და თქვენ ვერ გაიგეთ.
...ჩვენ რეზოლუციის მხარდაჭერაზე ყველა ქვეყანასთან ვსაუბრობთ. ისრაელთანაც, ჩინეთთანაც, ყველა ქვეყანასთან. ირანთანაც ვსაუბრობთ რეზოლუციის მხარდაჭერაზე.
...ისრაელის მაგალითი ხომ მოგიყვანეთ? ისრაელიც მხარს არ უჭერს ამ რეზოლუციას, მაგრამ ისრაელიც ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად, არ აღიარებს ოკუპაციას — გმობს, უფრო სწორად და აქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები საქართველოსთან. ეს არის ლოგიკა და თქვენ არ გინდათ ეს ლოგიკა. ლოგიკა არის მეცნიერება, რომ იცოდეთ. არსებობს ლოგიკური ჯაჭვი, რომლითაც მიდიხართ დასკვნამდე. მე ეს ლოგიკური ჯაჭვი თქვენთვის ავაგე, მაგრამ თქვენ არ მიიღეთ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები