შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებს
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებასა და ზოგადად უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას თქვა, რომ ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებს, რაც მისი თქმით, "თვითმკვლელობაა", "თუ თავი დავიხოცეთ და დავინგრიეთ, ვინღა უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე. მისივე თქმით, "ქვეყანას ვერ დაანგრევენ იმის გამო, რომ ბრიუსელს უნდა ვიზა აქციოს დღეს პოლიტიკურ იარაღად".
"საქმე ეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას, ერთი. მეორე: როდესაც შემოღებულ იქნა სავიზო რეჟიმი, ეს იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ, რაც თავისთავად უდიდესი სირცხვილია, მაგრამ ვხედავთ, რომ სირცხვილის გრძნობა მაინცდამაინც აღარ არსებობს ბრიუსელში.
იმ მომენტში, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, შემოიღეს დამატებითი წესები სპეციალურად საქართველოსთვის, სადაც მანამდე არსებულ კრიტერიუმებს, რომელიც ტექნიკური ხასიათისაა, დაამატეს პოლიტიკური კრიტერიუმები, რომელიც არასდროს, რაც კი არსებობდა ევროკავშირი. და ეს, ქართველი ხალხი დაგვაფასეს, 4 მილიონი საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა და ევროკავშირმა დრო დახარჯა იმისთვის, რომ სპეციალური წესები შემოეღო და მოერგო თავისი წესები საქართველოსთვის. ეს მეორე დარღვევაა, რომ მოარგეს ევროკავშირის წესები ერთ სპეციფიკურ სუბიექტს, ამ შემთხვევაში საქართველოს.
და მესამე: ამ პოლიტიკური კრიტერიუმით გაიხსნეს, თავისი აზრით და ჭკუით, თავისუფლება, რომ რასაც უნდა, იმას მოგთხოვენ. ახლა დგანან და ფანტაზიას აღარ აქვს საზღვარი — ხან გვეუბნებიან, რომ რუსეთს დაუწესეთ სანქციები, ანუ თავი მოიკალითო, გვეუბნებიან, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო. თუ თავი დავიხოცეთ და დავინგრიეთ, ვინღა უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში, ესეც იქნებ აგვიხსნან, ხომ? ამისკენ რომ გვიბიძგებენ, საკუთარი ქვეყნის დანგრევას რომ გვთხოვენ იმით, რომ გვეუბნებიან, უნდა მოვიდეთ შესაბამისობაში სავიზო პოლიტიკასთან ევროკავშირის, ანუ დავუწესოთ რუსეთს სანქციები — ამას ითხოვენ პირდაპირ. ერთი რომ, ქვეყანას ვერ დავანგრევთ იმის გამო, რომ ბრიუსელს უნდა ვიზა აქციოს დღეს პოლიტიკურ იარაღად, რაც კიდევ მესამე დარღვევაა, როდესაც სავიზო პოლიტიკას იყენებ პოლიტიკურ იარაღად. იმიტომ, რომ სავიზო პოლიტიკა ყველას აქვს, ყველა ქვეყანას აქვს სავიზო სავიზო სისტემა", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას.
11 ივნისს ბრიუსელში საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტის განცხადებით, შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა და "იმ გარემოებების გამოსწორებას" ემსახურება, რის გამოც საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის არც ერთ წარმომადგენელს უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები