მიხეილ სარჯველაძე: ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა
"ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები", — ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებას "მუშაობა დასჭირდება და ამ მუშაობას ალტერნატივა არ აქვს". მისივე თქმით, უახლოეს დღეებში კიდევ ექნებათ მშობლებთან შეხვედრა და ამ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება.
"სასარგებლო იყო ეს შეხვედრა იმის გათვალისწინებით, რომ ამაზე პირველივე დღეებიდან ვსაუბრობთ, რაც პროტესტი დაიწყო და უფრო ადრეც ეს დამოკიდებულება გვაქვს, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ხალხთან საუბარი, ვისაც უნდა ემსახურებოდეს საბოლოო ჯამში ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილება. რაც შეეხება საკუთრივ გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით, ბუნებრივია, რომ ამას მუშაობა დასჭირდება და ბუნებრივია, რომ ამ მუშაობას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამას ვსაუბრობდით პირველივე დღიდან და ესეც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საკითხები, რომლებთან დაკავშირებული ხედვაც ჩვენ მოვისმინეთ მშობლებისგან არის განსაკუთრებული ინტერესის საგანი და ჩვენთვის ეს არის გარემოება, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. არ არის მარტივი ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, ვინაიდან საუბარია 4 ტიპის მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ, სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი, აბსოლუტურად, თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა.
...დასახელებული მედიკამენტებიდან ორთან დაკავშირებით, გარკვეული ნაკლები კითხვები არსებობს, სხვასთან მეტი და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს აუცილებლად საჭიროებს ძალიან დეტალურ ანალიზს და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას. ამ თვალსაზრისით იყო საკმაოდ ნაყოფიერი, დატვირთული და მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა. ...ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება რეალურად სასარგებლო. უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა ამ საკითხებზე კიდევ გაგრძელდება მსჯელობა", — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი მიხელი სარჯველაძეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიუშენით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის მშობლებმა, ზაქრო გვიშიანმა განაცხადა, რომ რაიმეს "დაპირების ფორმა ამ შეხვედრას არ ჰქონია", მაგრამ "იმედისმომცემი შეხვედრა" იყო.
"დაპირების ფორმა ამ შეხვედრას არ ჰქონდა და ვერც იქნებოდა და ამის მოლოდინი არ გვქონია ჩვენ და არც ამის განწყობა, რომ დაპირებით, კონკრეტული გადაწყვეტილებით გამოვიდოდით ამ შეხვედრიდან, მაგრამ რაც ვთქვი — ეს იყო მართლაც იმედისმომცემი შეხვედრა, რაც აქამდე გვქონია ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ცალკეულ პირებთან.
რაც შეეხება ღამისთევას და ამ ფორმატში გაგრძელებას, ჩვენ დავილაპარაკებთ. მარტო ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თითოეულ ორგანიზაციის წევრთან გავივლით ამ საკითხს და შემდგომში გავაჟღერებთ ამას. ასევე გეტყვით, რომ დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი და საერთოდ არ ყოფილა საუბარი მედიკამენტების უკუჩვენების და უსაფრთხოების თაობაზე," — განაცხადა ზაქრო ვიშიანმა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები