საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია
"დღეს საია იწყებს დავას იმ მნიშვნელოვანი გამოწვევის საპასუხოდ, რომელიც ბავშვის უფლებებზე სამოქალაქო საქმეზე გაჭიანურებულ სამართალწარმოებას შეეხება," — წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) სოციალურ ქსელში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს სოლიდარობას უცხადებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის 14-დღიანი ვადის ათვლას მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას უკავშირებს. საიას განცხადებით, ერთ-ერთ არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც ორგანიზაცია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება უკვე დაახლოებით 2,5 წელია არ ჩაბარებია, რაც მას საკუთარი უფლებების შემდგომ ინსტანციაში დაცვის შესაძლებლობას უზღუდავს.
"დღეს, 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას, ხარისხიან ჯანდაცვასა და ზრუნვას. დღევანდელ დღეს, პირველ რიგში, კვლავ სოლიდარობას ვუცხადებთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან არა მხოლოდ დაავადებასთან, არამედ აუცილებელ სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობისთვის.
დღეს საია იწყებს დავას იმ მნიშვნელოვანი გამოწვევის საპასუხოდ, რომელიც ბავშვის უფლებებზე სამოქალაქო საქმეზე გაჭიანურებულ სამართალწარმოებას შეეხება. საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და სადავოდ გახადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის 14-დღიანი ვადის ათვლას მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას უკავშირებს.
არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ხათუნა ჯინორიას მის მოსამზადებლად 14-დღიანი ვადა ჰქონდა. ამის გამო, მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთარი უფლებების შემდგომ ინსტანციაში დაცვაში, მაშინ, როდესაც მისი საქმე იშვიათი დაავადების, ფენილკეტონურიის , საკითხს უკავშირდება," — წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები