"მოვითხოვთ გამჭვირვალობას, რეალურ მტკიცებულებებსა და სამართლიან დაცვას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ირაკლი ჩიხლაძის შვილი განცხადებას ავრცელებს
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ირაკლი ჩიხლაძის შვილი, ანა ჩიხლაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. ის მამის დაკავებას აბსურდულს უწოდებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
- პროკურატურამ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარუდგინა
- ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
ანა ჩიხლაძის ინფორმაციით, ჟურნალისტს 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა საქმეს ამ ეტაპზე საიდუმლოობის გრიფი ადევს.
"ჩემთვის, ჩვენი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც მამაჩემს იცნობს, ეს ამბავი აბსურდული და წარმოუდგენელია. ირაკლი არის მართლა ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და თავდადებული ჟურნალისტი... ყველაფერი ის, რასაც მამა აკეთებდა, დაკავშირებული იყო საქართველოს კეთილდღეობასთან და მშვიდობიანი მომავლის განვითარებასთან", — წერს ანა ჩიხლაძე.
მისივე განცხადებით, ბრალის წარდგენის შემდეგ ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეში არსებულ დოკუმენტებში საქართველო ნახსენებიც კი არ არის და საუბარი ჯაშუშურ საქმიანობაზე ან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლაზე ზედმეტია.
ანა ჩიხლაძე ყურადღებას ამახვილებს მამის პროფესიულ საქმიანობასა და ოჯახურ ტრაგედიაზე. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში რუსების მიერ ირაკლი ჩიხლაძის ძმის, ჟურნალისტ გიგა ჩიხლაძის მკვლელობის შემდეგ, ირაკლიმ პროფესიულ გზად დიალოგი და მშვიდობისკენ სწრაფვა აირჩია. იგი მონაწილეობდა პროექტებში, რომლებიც ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებდა, მიზანი კი პროფესიულ ეთიკაზე, მედიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობა იყო.
"დღეს მას ბრალს სდებენ ისეთ რამეში, რაც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ემსახურებოდა... ჩვენ პატივს ვცემთ სამართლებრივ პროცესს, მაგრამ მოვითხოვთ გამჭვირვალობას, რეალურ მტკიცებულებებსა და სამართლიან დაცვას. არავინ უნდა განადგურდეს გასაიდუმლოებული ბრალდებებით, ზეწოლით ან შეთითხნილი ნარატივით", — ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულის შვილი აღნიშნავს, რომ ოჯახი რთული სამართლებრივი ბრძოლისთვის ემზადება და საზოგადოებას, კოლეგებსა და ყველას, ვისაც სამართლიანობის სჯერა, ინფორმაციის გავრცელებასა და მხარდაჭერას სთხოვს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობისთვის, ირაკლი ჩიხლაძე და გულბაათ რცხილაძე დააკავა. მათ ბრალი 31 მაისს საქართველოს პროკურატურამ წარუდგინა.
ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძე ერთ-ერთია, ვისი მეთაურობითაც ცოტა ხნის წინ საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა. ასევე, გულბაათ რცხილაძე სხვადასხვა დროს ჩართული იყო ისეთი წიგნებისა და დოკუმენტური ფილმების მომზადებაში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით კრემლის ოფიციალურ პოზიციასა და გზავნილებს ასახავდა. ამასთანავე, რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ის დასავლური ინსტიტუტების მისამართით კრიტიკული და ანტიდასავლური ხასიათის განცხადებებით გამოდიოდა.
ბრალდებული ირაკლი ჩიხლაძე ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორია. მისი ძმა — გიგა ჩიხლაძე 2008 წლის აგვისტოს ომში მოვლენების გაშუქების დროს ჩაცხრილეს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები