ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გორში პოლიციელების მიერ ნაცემი ლაშა აბისონაშვილის დედა AMBEBI.GE-თან ჰყვება, თუ როგორ მოიპოვა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტმა, ლადო ბიჭაშვილმა ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები.
ნინო ელიკაშვილის განმარტებით, პაპუნა ლოცულაშვილმა მის შვილს, ლაშა აბისონაშვილს სამსახურში შესვენებაზე მიაკითხა, რა დროსაც პოლიციელებმა მანქანა ლოცულაშვილს მიუყენეს. ლოცულაშვილის უკმაყოფილება პოლიციელებმა შეურაცყოფად მიიღეს და მისი ცემა დაიწყეს.
"როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]. არადა არანაირი შეხება წამალთან არ აქვს. მშრომელი, განათლებული ბიჭია. ყვიროდნენ თურმე შვიდ წლიან სისხლზე გაუშვიო," — განაცხადა ელიკაშვილმა.
ელიკაშვილის თქმით, ჟურნალისტი ლადო ბიჭიაშვილი შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობს. ჟურნალისტი ლოცულაშვილის "ყმუილმა" გააღვიძა, რის შემდეგაც მან კადრები გადაიღო.
"ერთი მოსახლე ცხოვრობს ჩვენი საწყობის თავზე, ის ერთადერთი არის ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი, რომელიც იყო იმ დროს სახლში და ეძინა. ლადო ამბობს, არაადამიანურმა ღმუილმა გამაღვიძაო, და რომ გავიხედე, ეს სიტუაცია იყოო, საბედნიეროდ მან შეძლო ამ უმძიმესი კადრების გადაღება და ამხილა მოძალადეები. მე რომ დამირეკა ჩემმა რძალმა, იმდენად დაუჯერებელი იყო, ვერ ვიგებდი რა ხდება. იქ რომ გავედით, უკვე ლენტებს ავლებდნენ, ვიკითხე, რა ხდება მეთქი, გაიგებთო, უხეშად მიპასუხა პოლიციის თანამშრომელმა, მერე ველაპარაკე ჟურნალისტ ლადო ბიჭაშვილს, უკვე მოსული იყო ჟურნალისტი გიორგი ახალკაციც და მითხრეს, ნინო, ყველაფერი გადაღებულია, ატვირთულია უკვე ფორმულაზეაო. ჩემი შვილიც გამეტებით არის ნაცემი. არაადამიანურ გმინვას რომ გაიგებ მეორე სართულზე და თან გძინავს, წარმოიდგინეთ, როგორ ყვიროდა პაპუნა ამ წამების დროს," — განაცხადა ელიკაშვილმა.
იგივე ვერსიას ჰყვება დაზარალებულის ძმა, გიგლა ლოცულაშვილი. მისი განმარტებით, მისმა ძმამ პოლიციის ეკიპაჟს მიმართა, რომ მისთის მანქანა არ დაეჯახებინათ და ამის შემდეგ გადავიდნენ თავდასხმაზე.
"მეგობარს მიაკითხა შესვენებაზე, იქ ისაუზმეს ერთად და წამოვიდა ისევ ბრუნდებოდა სამსახურში. მე როგორც ვიცი, იყო გადამოწმების მიზნით გაჩერება, გაუჩერეს ფეხებში მანქანა ძალიან ისე და ამან უთხრა, რანაირად დადიხარო, არ დამეჯახოო და რომ გადმოვიდნენ იმათ უხეშად დაუწყეს ლაპარაკი, არაფერი იქ ისეთი არ ყოფილა, შემდეგ მაიკაზე წვდა ეს ერთ-ერთი [პოლიციელი] და აი მანდ დაიწყო ყველაფერი," — განაცხადა ლოცულაშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.
ლოცულაშვილის თქმის მის ძმას "აქვს მოტეხილობა, დაბეჟილობები, მრავლობითი ჩალურჯებები სხეულზე და აქედან გამომდინარე მძიმედ არის. ფსიქოლოგიურადაც მძიმედ არის, სტრესშია და ფიზიკურადაც თავისთავად". ლოცულაშვილის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა მას ბრალდებულის სტატუსი მოეხსნას.
"ჩემს ძმას ბრალი ისევ აქვს წაყენებული და ბრალდებულის სტატუსით არის განთავისუფლებული. მოუხსნან ბრალი. ჩემი ძმა არაფერში არ არის დამნაშავე.
დააკავონ ის პირები, ვინც დამნაშავეები არიან სასტიკი და არაადამიანური მოპყრობისთვის, გადამეტებული ძალაუფლებისთვის — მთელმა ქვეყანამ ნახა, როგორი სიტყვებით აგინებდნენ [ჩემ ძმას]..." — განაცხადა პაპუნა ლოცულაშვილის ძმამ, გიგლა ლოცულაშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.
გორში პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, პაპუნა ლოცულაშვილი თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს ძალადობის მუქარით, მისი სამსახურებრივი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ლოცულაშვილი სამკურნალოდ კლინიკა "ვივამედში" მოათავსეს.
- ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
- თამარ ონიანი: პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია
- პაპუნა ლოცულაშვილმა კლინიკა "ვივამედი" დატოვა
- გორში პოლიციელების მიერ 2 პირის ცემის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავეს
- პირი, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს
- "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე
- POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები